Digest Logo

მერკური და იუპიტერი ლომში - რას მოიტანს ეს შეერთება ჩვენს ცხოვრებაში და ვისზე იმოქმედებს ეს ტრანზიტი ყველაზე მეტად?

1786789546
რამაზ გიგაური

რას უკავშირდება მერკურისა და იუპიტერის შეერთება ლომში?!
ასტროლოგიაში არსებობს პერიოდები, როდესაც ფიქრი და სიტყვა დიდ ძალას იძენს. დღეს ერთ-ერთი ასეთი პერიოდია და ის მერკურისა და იუპიტერის შეერთებას უკავშირდება (პიკი: 15 აგვისტო) და თან, ეს ლომის ცეცხლოვან ნიშანში ხდება.  

ასტროლოგიურად ეს მიანიშნებს, რომ როგორც პირად, ისე გლობალურ დონეზე, გაჩნდება სრულიად ახალი, გაბედული იდეები და ისეთი პროცესები ამოქმედდება, რომლებიც ადამიანებს იმედს დაუბრუნებს. გაიხსნება ახალი შესაძლებლობების ფანჯარა.

ასპექტის ბუნება:

მერკური (გონება): ეს არის ინტელექტის, კომუნიკაციის, ინფორმაციის, სიტყვისა და ლოგიკის პლანეტა. მერკურის სურს, რომ სამყარო შეიმეცნოს, გაანალიზოს და სხვადასხვა რგოლებს შორის კავშირი დაამყაროს.

იუპიტერი (გამარჯვება): იუპიტერი ასტროლოგიაში განასახიერებს გაფართოებას, იღბალს, უმაღლეს ცოდნას, კანონსა და ოპტიმიზმს. ის ყველაფერს, რასაც ეხება, მასშტაბურს და გრანდიოზულს ხდის.

რა ხდება, როცა ეს ორი პლანეტა ლომის ნიშანში ხვდება ერთმანეთს?  

მარტივად რომ ვთქვათ, გონება ახალ ჰორიზონტებს ხედავს. ეს არის მომენტი, როცა წვრილმანებზე ფიქრს ვწყვეტთ და სურათის მთლიანად დანახვას ვიწყებთ. სიტყვას შთაგონების ძალა და დიდი მასშტაბი ეძლევა. ეს ჰგავს დიდი ხნის ნანატრ პასუხს, ზემაგარი იდეის დაბადებას ან ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის.

რას მოიტანს ეს შეერთება ჩვენს ცხოვრებაში?

ვინაიდან შეერთება ცეცხლის ნიშანში ხდება, ენერგია იქნება ძალიან დინამიკური და ენთუზიაზმით სავსე:

წარმატებული კომუნიკაცია და განათლება: იდეალური დროა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის, პრეზენტაციებისთვის და საჯარო გამოსვლებისთვის. ასევე, შესანიშნავი პერიოდია ახალი ცოდნის მისაღებად ან უცხო ენების შესასწავლად.

მასშტაბური იდეები და ოპტიმიზმი: შინაგანი შფოთვა და პესიმიზმი უკანა პლანზე გადადის. ადამიანებს უბრუნდებათ რწმენა, რომ ყველაფერი გამოვა. ეს არის დრო, როცა შეგიძლიათ ძალიან დიდი, გრძელვადიანი და გაბედული გეგმები დაისახოთ.

იურიდიული და ოფიციალური საკითხების მოგვარება: იუპიტერი კანონის პლანეტაა. თუ რაიმე საბუთების, იურიდიული დავების ან საზღვარგარეთ მოგზაურობის თემები გქონდათ დამუხრუჭებული, ახლა მოვლენები თქვენს სასარგებლოდ, ძალიან მარტივად და სწრაფად გადაწყდება.

ვისზე იმოქმედებს ეს ტრანზიტი ყველაზე მეტად?

ეს ენერგეტიკული ტალღა განსაკუთრებულ წარმატებას მოუტანს მათ, ვისაც პირად ჰოროსკოპში მზე, მთვარე, ასცენდენტი ან სტელიუმი ცეცხლის ნიშნებში (ლომი, ვერძი, მშვილდოსანი) აქვთ განლაგებული (განსაკუთრებით 9-11°). შედარებით პოზიტიური იქნება ჰაერის ნიშნებისთვისაც (ოღონდ ტყუპისთვის და სასწორისთვის). თუ ეს ასპექტი თქვენს პირად რუკას ეხება, მოემზადეთ ძალიან საინტერესო, ინფორმაციულად დატვირთული და წარმატებული პერიოდისთვის.

როგორ გამოვიყენოთ ეს ენერგია?

ამ პერიოდში მთავარია, არ ჩავიკეტოთ, არ გავხდეთ შეზღუდული და საკუთარი შესაძლებლობების დავიჯეროთ. ნუ შეგეშინდებათ, რომ იდეები ხმამაღლა გამოთქვათ. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ - ეს იმ გადამეტებული დაპირებების გაცემაა, რომელთა შესრულებაც მერე გაგიჭირდებათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕15 აგვისტოს დღის გზავნილი - „გაააქტიურე და დაწერე ვიღებ“

⭕„დილითვე ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც თქვენს სიმშვიდეს არღვევს...“ - 15 აგვისტოს პროგნოზი ფენ-შუის მიხედვით

⭕„შეუძლებელია, არ შეიგრძნო ის წარმოუდგენელი სითბო და კულტურა, რომელიც ბატონი იმედო კახიანის ოჯახში ტრიალებს“ - რა კადრებს გვიზიარებს კოკი ფერაზი-ფანგანი