ახლახან „იუთუბ“ არხზე გამოჩნდა ნეკა დოროყაშვილის ახალი სიმღერის ვიდეორგოლი, რომელიც საკმაოდ ლამაზი და თვალში საცემია, ბევრი ნახვაც აქვს და როგორც თავად ნეკა ამბობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასიმღერო კარიერაში წარმატებებს მიაღწიოს.
იგი ახალ წამოწყებასა და პირადზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:
– როცა ოჯახი ინგრევა, ქვეცნობიერში ჩნდება ახალი ურთიერთობის დაწყების შიში. შენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე და ახლა შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– არ შემშინებია არასდროს, არ დამიკარგავს იმის იმედი, ახალი ურთიერთობა დამეწყო, რადგან მე იდეალისტი ვარ და ძალიან რომანტიკოსი. ეს ჩემს სიმღერებშიც იგრძნობა. ამიტომ, ყოველთვის ვარ იმ აზრზე და იმის მომხრე, თუ გვინდა, აუცილებლად ვიპოვით სიყვარულს. შესაბამისად, ცხოვრებასაც თავიდან დავიწყებთ. ზოგადად, როგორი ენერგეტიკაც გვაქვს, იმას ვიზიდავთ, ამას პრაქტიკაში მივხვდი. შენ რაც გინდა, იმას მოიზიდავ, მაგრამ თუ გაქვს გადაწყვეტილი და არ გინდა, საკუთარ თავს იბლოკავ.
მე ასე მიმაჩნია და არასდროს შევზღუდავ ჩემს თავს და არ ვიტყვი: ეს რადგან დამემართა, სხვაზე არჩევანს აღარ გავაკეთებ-მეთქი. ცხოვრება საინტერესოა და რატომ უნდა ვიყოთ დეპრესიაში. მე ცხოვრებაც თავიდან დავიწყე და ახლა ისეთ აზრზე ვარ, საჯაროდ პირადზე სიტყვას არ დავძრავ. ვერ აღგიწერთ, რამდენი ბოროტი ადამიანი და კონკრეტულად ქალი ვნახე სოციალურ ქსელში ჩემს პირად გვერდზე, როცა გავასაჯაროვე და პირადზე ვისაუბრე. ახალგაზრდა გოგოები, ისეთ ბოროტულ აზრებს გამოთქვამენ, გადავირიე. აღარ ვარ ემპათიური ბოროტი ქალების მიმართ. ჩემმა განვლილმა გზამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და ადამიანებიც რეალურად დამანახვა. ამიტომ, რადგან გარშემო ბევრი ბოროტი ადამიანია, ჩემს პირადს ვმალავ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გაუთვალისწინებელი შემთხვევები ისტორიებს ქმნის...“ - რა კადრებს აქვეყნებს რომან დოლიძე
წყარო: tbiliselebi.ge