Digest Logo

„მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს“ - 15 მაისის ენერგიები

1778824261
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

15 მაისი დღე 6 • 3 • 9 ენერგიებით.

წარმატების დღეა დღეს ბევრი რამ გამოგივათ.

მთავარია, კარგ მდგომარეობაში იყოთ და ზედმეტ ფიქრებში არ გადაეშვათ.

💄 ექვსიანის დღე ყოველთვის გარეგნობასა და სილამაზეს უკავშირდება. დილიდანვე მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს: მაკიაჟი, ვარცხნილობა, საყვარელი სურნელი, დღეს თქვენი საუკეთესო ვერსია უნდა იყოთ.

🛍 აუცილებლად გაახარეთ საკუთარი თავი. იყიდეთ რამე სასიამოვნო, აისრულეთ პატარა სურვილი, გაიკეთეთ მასაჟი, დაისვენეთ ან უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ.

🎨 საყვარელი შემოქმედება დღეს ძლიერ ენერგიას მოგცემთ. მუსიკა, ხატვა, ცეკვა, სიმღერა ყველაფერი, რაც გულით გიყვართ, დღეს განსაკუთრებით წარმატებული იქნება.

⚡ თუმცა არის მნიშვნელოვანი მომენტიც. ახალმთვარეობის ენერგია უკვე იგრძნობა, ამიტომ შეიძლება გაღიზიანება და დაძაბულობამ მოიმატოს.

🗣 მისიის სამიანი გააქტიურებს სურვილს, რომ საკუთარი აზრი სხვებს მოახვიოთ თავს. შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა: „მე უკეთ ვიცი“ - „ასე უნდა გაკეთდეს“.

🚫 და სწორედ ეს იქნება დღევანდელი შეცდომა. არ ღირს კამათი, ვინმეს გადარწმუნება ან ჭკუის სწავლება.

🌿 დღეს ყველაფერი სილამაზით, რბილი დამოკიდებულებით და კეთილგანწყობით წყდება. სიმსუბუქე, ღიმილი და გულწრფელობა ბევრად მეტ შედეგს მოგიტანთ.

💆‍♀️ ამიტომ დასვენება, მასაჟი და სიამოვნების მიღება დღეს აუცილებელია. და საერთოდ ნუ იფიქრებთ, ვინ რას იტყვის.

💖 დღევანდელი მთავარი წესი: თქვენ თვითონ უნდა იყოთ საკუთარი თავით აღფრთოვანებული.

👩‍❤️‍💋‍👨 ადამიანები დღესაც დაგეხმარებიან. არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნის, კითხვების დასმის და მხარდაჭერის მიღების. შესაძლოა გამოსავალი ბევრად სწრაფად გაჩნდეს, ვიდრე ფიქრობთ.

🚀 ცხრიანის რეალიზაცია დღეს შედეგს მოძრაობითა და ადამიანებით მოიტანს. არ გაჩერდეთ იმოქმედეთ და გამოიყენეთ ეს დღე მაქსიმალურად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წითელი აბი და ცნობიერების გამოღვიძება: სიზიფე, ალუდა და ნეო“ - რას წერს რამაზ გიგაური

⭕ თბილისის მეტროში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

🎥 მარიამ შენგელია დაინიშნა - ვინ არის მომღერლის რჩეული

წყარო: www.facebook.com