თბილისი - 14 მაისის ღამეს, მეტროსადგურ „სამგორში“ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეტროს ბაქანზე მყოფი ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა მყისიერად მოხდა. ადგილზე ოპერატიულად მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა, მიუხედავად მცდელობისა, მედიკოსებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები გარდაცვალების ზუსტი მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ შენგელია დაინიშნა - ვინ არის მომღერლის რჩეული