ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი დღევანდელი დღის მთავარ ფორმულას აქვეყნებს: სიხარული, მოძრაობა და აბსოლუტური ნდობა საკუთარი თავის მიმართ. გაიგეთ, როგორ გაააქტიუროთ იღბლის ენერგია და რას უნდა მოერიდოთ წარმატებისთვის.
დღეს ის განსაკუთრებული დღეა, როდესაც თავად ცხოვრება ხდება თქვენი მეგზური. მთავარი პირობა მარტივია: იყავით კონტაქტში საკუთარ სურვილებთან და ნუ შეგეშინდებათ გულის კარნახით მოქმედების.
„დღეს სიხარულის, მოძრაობისა და შთაგონების დღეა. თქვენ - თვითონ ცხოვრება მიგიძღვებათ.
საკმარისია, იყოთ კონტაქტში საკუთარ სურვილებთან, ენდოთ საკუთარ თავს, მიჰყვეთ გულისხმას და ყველაფერი საოცრად დალაგდება. შესაძლებლობების ნაკადი იხსნება.
💠 რა არის დღეს მნიშვნელოვანი: იყავით მოძრაობაში: მიეცით თავს სპონტანურობის, სიმსუბუქისა და მოქნილობის უფლება. მოუსმინეთ შინაგან ხმას: წადით იქ, სადაც გაინტერესებთ. კომუნიკაცია: იყავით გუნდში, გაუზიარეთ სხვებს შთაგონება. შენიშნეთ იღბლიანი დამთხვევები: და იყავით მათი მადლიერი. მიჰყევით დინებას: და არა მის საწინააღმდეგოდ. იმოგზაურეთ: გაიცანით ახალი ადამიანები, ჩაერთეთ სიახლეებში. ისიამოვნეთ ცხოვრებით: მიეცით თავს თამაშის, იუმორისა და გულწრფელი მხიარულების უფლება.
🚫 რა შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი: პასიურობა, აპათია, უმოქმედობა. ლოდინი, რომ ვინმე მოვა და ყველაფერს თქვენ ნაცვლად გადაწყვეტს. საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, დაბალი თვითშეფასება. შეცდომის დაშვების შიში, იდეალურობისკენ სწრაფვა. სხვის აზრზე დამოკიდებულება, გავლენის ქვეშ მოქცევა. მიმართულების არქონა, ენერგიის გაფანტვა.
☯️ დღეს მნიშვნელოვანია, მისცეთ თავს უფლება იყოთ ცოცხალი, ჩართული და ნამდვილი. მიეცით ცხოვრებას თქვენი წინამძღოლობის უფლება. ნუ დაელოდებით იდეალურ მომენტს, დაიწყეთ მოქმედება ახლავე, იმით, რაც გაქვთ. პატარა ნაბიჯიც კი ქმნის მოძრაობას და ააქტიურებს იღბალს.
🌈 გაეხსენით ახალ შესაძლებლობებს, ნება დართეთ საკუთარ თავს გინდოდეთ, ითხოვოთ და მიიღოთ. იგრძენით, როგორ გისმენთ სამყარო და როგორ გამართავთ. იყავით ტალღაზე, საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, საჭირო ადამიანებთან ერთად.
✨ ანგელოზების გზავნილი ამ დღისთვის:
🌟 „შენ ნაკადს მიჰყავხარ. ენდე მას და აღმოჩნდები იქ, სადაც სიხარული გელის“.
💫 „სიცილი — შთაგონების გასაღებია“.
🌿 „ითხოვე და მოგეცემა. მიიღე, გადაიხადე მადლობა და ყველაფერი გამრავლდება“.
💖 „შენ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში“.
🌍 „შენ გზის სწორ წერტილში ხარ. უბრალოდ განაგრძე.“ 🕊 „როცა შენს მოძრაობაში გულწრფელი ხარ, მთელი სამყარო გეხმარება“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მნიშვნელოვანია არ გადააჭარბო“ - 28 აპრილის ენერგიები
⭕ წმინდა სინოდი დღეს, 28 აპრილს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს