28 აგვისტო | მთვარის დაბნელების დღე
დღეს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბნელებების დერეფანი სრულდება. ეს ძალიან ძლიერი დღეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მშვიდად და საკუთარ თავთან ჰარმონიაში გავატაროთ.
დღის ენერგიებია 1 • 1 • 2, ხოლო რიცხვი 28 „მილიონერის კოდადაც“ მიიჩნევა. ამიტომ ეცადეთ, დღევანდელი ენერგია სასიკეთოდ მიმართოთ.
დილა ფიზიკური აქტივობით დაიწყეთ ირბინეთ, ივარჯიშეთ, იცეკვეთ, გაისეირნეთ ან იხტუნავეთ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც სხეულისა და ენერგიის გამოღვიძებაში დაგეხმარებათ.
მიიღეთ მარილიანი შხაპი. სხეულზე მარილის წასმისას თქვით:
„ვიშორებ და ვიბან ყველაფერს ცუდს, რისი ტარებაც აღარ მსურს.“
დაალაგეთ სახლი და გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შემოსასვლელს, კარსა და ზღურბლს სასურველია, ისინი მარილიანი წყლით გაწმინდოთ.
აუცილებლად გამოცვალეთ თეთრეული. ცხოვრების ახალ ეტაპზე სუფთა ფურცლიდან გადადით პირდაპირი და სიმბოლური მნიშვნელობით.
დღეს ნუ მოახდენთ ზეწოლას, ნუ იკამათებთ და ნურაფერს გადაწყვეტთ ნაჩქარევად. ხმას ნუ აუწევთ და ემოციების ფონზე მკვეთრ ნაბიჯებს ნუ გადადგამთ. ყველა საკითხი სინაზით, გაგებით, ჩახუტებითა და სიყვარულით მოაგვარეთ.
თუ საყვარელი ადამიანი გვერდით გყავთ, მეტი დრო დაუთმეთ ჩახუტებას, კოცნასა და ერთმანეთის სითბოთი ავსებას. ხოლო თუ ამჟამად მარტო ხართ, გაიკეთეთ მასაჟი ან ჩაიტარეთ სასიამოვნო პროცედურა, რათა სხეულმა ზრუნვა და სითბო იგრძნოს.
დაე, ყველაფერი, რასაც დღეს საკუთარ ცხოვრებაში ჩადებთ, სიყვარულად, ბედნიერებად, ფულად, წარმატებად და სიუხვედ დაგიბრუნდეთ!