Digest Logo

🎥 მიხეილ ცაგარელი: „მოიმატებს სიკვდილიანობა, ექიმები ვერ ადგენენ მიზეზს, დედამიწის ენერგეტიკა იცვლება“

1763366580
მიხეილ ცაგარელის

„კვირა კარგია დედამიწა არის პოზიტიურ ენერგოველშია, რაც გვაძლევს საშუალებას დავამყაროთ კონტაქტები და ურთიერთობა უფრო მშვიდი იყოს“, - კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.

ასტროლოგი საზოგადოებას ურჩევს 20 ნოემბერს, ხუთშაბათს, როცა ახალმთვარეობაა, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ:

„ახალმთვარეობა ხდება მორიელის ნიშანში. ცოტა ყურადღებით იყავით, არ დაგეგმოთ არაფერი სერიოზული. ადამიანებში მოიმატებს ბოღმა, წყენა, სიჯიუტის და გესლიანი გამონათქვამების სურვილი. თუ რამე ვალი აქვთ დასაბრუნებელი, ყველას ახლა გაახსენდება.

მოიმატა საცობმა, რაც გამოწვეულია მერკურის რეტროგრადულობით. 20-ში კიდევ მეტად შეიძლება მოიმატოს და ნახავთ, რა ამბავი ატყდება. სჯობს, რომ 20 რიცხვში ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ.

30 ნოემბრამდე ადამიანებში მოიმატებს ნარკოტიკისკენ და სასმლისკენ სწრაფვა. ასევე, შესაძლოა, 20 რიცხვის შემდეგ წყალთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი - შესაძლებელია, წყალდიდობებმა და ეკოლოგიურმა სტიქიებმა უფრო მეტად იმძლავრონ და იჩინოს თავი.

ნელ-ნელა საზოგადოებაში მატულობს სიკვდილიანობა. ექიმებმა ეს კარგად იციან, უბრალოდ არ უნდათ ამაზე ზედმეტი ლაპარაკი და ეძებენ სამედიცინო მიზეზებს, მაგრამ აქ ეს არაფერ შუაშია. აქ იცვლება დედამიწის ენერგეტიკა.

ეცადეთ სიზმრებს, რომელსაც ამ პერიოდში ნახულობთ, არც მიაქციოთ ყურადღება, რადგან სატურნი ნეპტუნთან დაშორდება მომავალ წელს და სიმძაფრე დაიკლებს.

ოთხშაბათს ფრთხილად იყავით, თუ გიწევთ მოგზაურობა, არ დაიკარგოს ბარგი და არ შეიქმნას წინაღობობები.

სამშაბათს იყავით ფრთხილად, არ აღმოჩნდეთ ვინმეს დაგებულ ხაფანგში.

შაბათს მზე ტოვებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანს და ერთი თვით გადადის მშვილდოსნის ნიშანში, ყველაზე ოპტიმისტურ, გონებამახვილ და მხიარულ ნიშანში. შეიცვლება განწყობა. აქ გაიხარებთ ცეცხლისა და ჰაერის ზოდიაქოს ნიშნებიც.

მშვილდოსანში მზის გადასვლით მოიმატებს ფულის ხარჯვა, სარკაზმი, სულსწრაფობა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

♈ ვერძი

ახლა დაიწყება თქვენი გამოცოცხლება, მატულობს ენერგოტონუსი. შემდეგი კვირიდან უფრო იგრძნობთ კარგ პერიოდს. ახლა მთავარია ენას კბილი დააჭიროთ და იყოთ ჩუმად, არ გათქვათ გეგმები და საიდუმლოები.

♉ კურო

ენერგეტიკას არ უჩივის, ჯანმრთელი და აქტიურია. შესაძლებლობები კარგია, ქორწინებისთვის და ბიზნესისთვის კარგი პერიოდია. ეცადეთ ზედმეტ ფულის ხარჯვას მოერიდოთ და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

♊ ტყუპები

ძლიერდება თქვენი ენერგოტონუსი და გონებამახვილობა. მზად ხართ მრავალფეროვანი კონტაქტისთვის. შეიძლება მიიღოთ პრემიები და ბონუსები. ამ კვირაში მუშაობასთან ერთად დაისვენეთ.

♋ კირჩხიბი

ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ნიშანია, რომელიც შარმიანი და მიმზიდველია. შესაძლოა, აღმოჩნდეთ ახალ კავშირებში და მიიღოთ საზოგადოებრივი აღიარებაც. არ იზარმაცოთ, ახლა არ გაქვთ ამის უფლება.

♌ ლომი

თქვენც გამოცოცხლდებით და გრძნობთ ენერგიის მომატებას. ასევე კარგი პერიოდია სახლში ცვლილებებისთვის და პარტნიორული ურთიერთობებისთვის.

♍ ქალწული

კარგ ფორმაშია, ორგანიზებული პერიოდია. მგზავრობა და მოგზაურობა კარგი პერიოდია. ყველაფერი გამოგდით და მეტი იაქტიურეთ, ყველა გეხმარებათ.

♎ სასწორი

გემატებათ ენერგია და პარტნიორული თანამშრომლობაც უფრო ნაყოფიერი იქნება. მთავარი პრობლემა ფინანსებშია, მოერიდეთ ფინანსურ ინვესტიციებს და არ აჰყვეთ ცდუნებებს.

♏ მორიელი

კვირის ერთ-ერთი აქტიური და შარმიანი ზოდიაქოს ნიშანია, მიმზიდველია და ინტუიციურიც. ყველაფერი გამოგდით. ფრთხილად იყავით ექსტრემთან და გამოავლინეთ სიფრთხილე.

♐ მშვილდოსანი

ნელ-ნელა გამოცოცხლდებით, გემატებათ ენერგია და მატულობს წარმატების ფაქტორები. გრძნობთ, რომ იღბალი თქვენს მხარესაა. თუმცა შაბათამდე მატულობს ფარული მტრები და ჭორები, აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან.

♑ თხის რქა

კარგი პერიოდია. შარმი და მიზიდულობა მატულობს. ასევე კარგი პერიოდია ქორწინებისა და მოლაპარაკებისთვის. თუ დიდი ხანია გინდოდათ ცვლილებები სახლში ან გარეგნობაში, ახლა კარგი დროა.

♒ მერწყული

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გაქვთ. შესაძლოა შეიძინოთ აგარაკი, გადახვიდეთ ახალ ბინაში, ან შეცვალოთ ავეჯი. ეცადეთ გამოიძინოთ და არ გადაიღალოთ, რათა ტვინმა იმუშაოს და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

♓ თევზები

ერთ-ერთი წარმატებული ნიშანია. კარგი პერიოდია მგზავრობისთვის და უცხოელებთან კონტაქტისთვის. იყავით ოპტიმისტები, რასაც აგზავნით, მოდის“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შედეგიანია კბილზე, ტერფებზე მკურნალობა“ - 17 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევთ და სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში!“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„გელით შოკის მომგვრელი ამბები, რომელმაც შეიძლება მსოფლიო სკანდალიც კი გამოიწვიოს“ - 17-23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, რამაზ გიგაურისგან