
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
25 აგვისტო
ამ დღეს ბევრი რამ საკმაოდ მარტივად წარიმართება, თუ საკუთარი თავის რწმენით იმოქმედებთ. ენერგიისა და მოტივაციის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელზეც დიდი ხანია, ფიქრობთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღის ენერგია მაქსიმალურად გამოიყენოთ და თქვენთვის სასარგებლო საქმეების განხორციელებას დაიწყოთ.
26 აგვისტო
აღნიშნულ დღეს თითოეული ადამიანი საკუთარი შრომის შედეგს დაინახავს როგორც მატერიალურად, ასევე ემოციურად. ამ დღის ენერგია გარკვეული ეტაპების დასრულებასა და ლოგიკური შედეგების მიღებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც, ბევრი ჩვენგანისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.
27 აგვისტო
ამ დღეს ინტუიცია განსაკუთრებით კარგად მოქმედებს. ამიტომაც, ენდეთ საკუთარ თავს და ის გადაწყვეტილებები მიიღეთ, რასაც თავად თვლით სწორად. გარდა ამისა, აღნიშნულ დღეს შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რაც თქვენს ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე გავლენას მოახდენს.
28 აგვისტო
აღნიშნული დღის ენერგია დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებას, გადაწყვეტილებებს კიდევ ერთხელ გადახედოთ, ძველი საბოლოოდ გაუშვათ და ახალი ეტაპი დაიწყოთ.
29 აგვისტო
შესაძლოა, ამ დღეს წარსულიდან სხვადასხვა თემის განხილვა მოგიწიოთ და ოჯახის წევრებთან, ყოფილ პარტნიორთან, ძველ ნაცნობებთან არასასიამოვნო კომუნიკაცია შედგეს. მიუხედავად უსიამოვნო საუბრებისა, გექნებათ შესაძლებლობა, საბოლოოდ გადაჭრათ და დაასრულოთ ის, რაც წინსვლასა და ბედნიერებაში ხელს გიშლით.
30 აგვისტო
ძლიერი ენერგიითა და მოტივაციით სავსე დღე, რომელიც წარმატებისკენ გიბიძგებთ. ყველაფერი, რასაც აღნიშნულ დღეს დაიწყებთ, იმაზე სასარგებლო იქნება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. ამიტომაც, ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. გადადგით ნაბიჯები თქვენი ოცნებებისკენ და სასურველ შედეგს მიიღებთ.
31 აგვისტო
ამ დღეს შესაძლოა, შინაგანი დაბნეულობის, დაძაბულობისა და მოტივაციის დაკარგვის შეგრძნება გქონდეთ, კომუნიკაცია გაგიჭირდეთ და მოვლენების ობიექტურად შეფასებაც გაგიჭირდეთ. აღნიშნულ დღეს ჯობს, დაისვენოთ, განიტვირთოთ და ძალები აღიდგინოთ, მომდევნო კვირა კი შემართებით დაიწყოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კოლუმბიელმა ოჯახმა ბავშვს სახელი ChatGPT-ის პატივსაცემად დაარქვა