Digest Logo

„მიმდინარე ცვლილებები შეგვეხება ნებისმიერ ჩვენგანს...“ - 7 სექტემბრიდან ურანი რეტროგრადული ხდება, ხათუნა ნოელის რჩევები

1757173638
ხათუნა ნოელი

7 სექტემბრიდან ურანი რეტროგრადული ხდება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს და რჩევებს გვიზიარებს. 

მისი თქმით, რეტრო ურანმა შესაძლოა თან გაიყოლოს უვარგისი მეგობრები, სამსახური, რომელიც ზრდას ვეღარ გაძლევთ, შეგიცვალოთ ინტერესების სფერო.

„ხვალიდან ურანი რეტროგრადული ხდება. რეტრო პლანეტები ყოველთვის გვაბრუნებენ წარსულში, იქ, სადაც რაღაც წამოვიწყეთ, მაგრამ ბოლომდე არ მიგვიყვანია, ან დასაკორექტირებელი დაგვრჩა რაღაც.

ამ პლანეტას თავისუფლების, ცვლილებების, საერთო ინტერესების მქონე ადამიანების გაერთიანებებისა და რევოლუციების პლანეტად მოიაზრებს ასტროლოგია.

მის განკარგულებაშია ასევე დიდი კატაკლიზმები, უძლიერესი შტორმები და ქარიშხლები, რომლებიც ისეთივე მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში, როგორც რევოლუციური განწყობის ზრდა. და ეს შესამჩნევი იქნება მთელს მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთანაც.

როგორც ქარიშხლის გადავლის შემდეგ თვალში საცემია ხოლმე ცვლილებები, ურანის რეტროობის პერიოდის გადავლის შემდეგაც, ბევრი რამ იცვლის სახეს.

როგორც წესი, უმაღლესი პლანეტების მიერ განხორციელებული ცვლილებები ნაკლებად აისახება ხოლმე ინდივიდებზე, უფრო გლობალურ მასშტაბებზე მოქმედებს, მაგრამ რეტროგრადულობა ხომ მოძრაობის ვექტორის შეცვლას ნიშნავს.

ამიტომ მიმდინარე ცვლილებები შეგვეხება ნებისმიერ ჩვენგანს, მით უფრო მერწყულებს, როგორც ურანის განკარგულებაში მყოფებს, და ტყუპებს, ანუ იმ ნიშნის წარმომადგენლებს, რომელსაც ახლა ეს პლანეტა გადის.

ურნის გამოვლინება ინდივიდუალურ დონეზე, მოულოდნელად გეგმების ჩაშლას ნიშნავს ხოლმე. თუმცა ეს ყოველთვის როდია ცუდი, ზოგჯერ სამყარო ასეთი ხერხით გვიკეტავს იმ გზით წასლის შესაძლებლობას, რომელსაც კარგ არაფერთან მივყავართ.

რეტრო ურანმა შესაძლოა თან გაიყოლოს უვარგისი მეგობრები, სამსახური, რომელიც ზრდას ვეღარ გაძლევთ, შეგიცვალოთ ინტერესების სფერო.

საინტერესოა, რომ ურანს ასევე აბარია ოპოზიციური პარტიები. ჰოდა, არ გამოვრიცხავ, ზოგ-ზოგიერთებიც მიიყოლოს ამ რეტროგრადულობამ. ურანის უკუსვლა 3 თებერვლამდე გასტანს“, - წერს ხათუნა ნოელი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უბრალოდ იცინე...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი

⭕„პასუხისმგებლობიანი და მაქსიმალისტი ვარ, ჩემთან ყველაფერი შრომით მოდის, რამდენსაც ვშრომობ, იმ წარმატებას ვიღებ საბოლოო ჯამში, ჩემი ოცნებები რეალობად იქცა...“ - მარიამ შენგელია

🎥 თათია შარანგია ახალ კადრებს აქვეყნებს - „მგონი აქ სიახლეებია...“