21-ე საუკუნეში გაჯეტების და ინტერნეტის, იუთუბის ეპოქაში გამარტივდა ბევრი რამ, მათ შორის იმ ცოდნის მიღება რაც საუკუნეების მანძილზე დაფარული იყო და მხოლოდ უდიდესი ნიჭის მქონე ადამიანები ფლობდნენ მას. ჩვენ დროში კი ინტერესი გაიზარდა როგორც ასტროლოგიის, ეზოტერიკის ისე ნუმეროლოგიის მიმართ - თუ როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ეზოტერიკოსები, ნუმეროლოგები შარლატანებისგან ამის კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, მაგრამ არსებობს ის ფაქტორები და გარემოებები რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ნუმეროლოგი, ფსიქოლოგი და „ბედის მატრიცის“ სპეციალისტი თათია გარანიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას იმ პრაქტიკას ასწავლის, რაც მას სურვილების ასრულებაში ეხმარება.
„21 დეკემბერი ჯადოსნური დღე-ღამ ტოლობა, მინდა გასწავლოთ ისეთი პრაქტიკა, რაც წლებია მეხმარება ჩემი სურვილების ასრულებაში. ეს არ არის ჩამოწერა, ჩაფიქრება, შეგრძნება, ეს არის ჯადოსნური კალმის პრაქტიკა.
უბრალოდ უნდა მივიზიდოთ ეს კალამი, რომ შემდეგ მთელი წლის განმავლობაში შეგვეძლოს მისით სურვილების ასრულება. მისი მოზიდვა კი ძალიან მარტივად ხდება.
უნდა გავიდეთ ისეთ ადგილზე, სადაც ვხედავთ ზეცას და ჩავიფიქროთ მისი მოსვლა ჩვენთან. ეს კალამი მოვა თქვენთან ძალიან სხვადასხვა გზებით, შეიძლება უბრალოდ იპოვოთ, გაჩუქოთ და ამის შემდეგ იწყება ჯადოსნური სურვილების ასრულება.
შემდეგ ამ კალმით რაც არ უნდა დაწეროთ და მიმართოთ სამყაროს, ყველაფერი მომენტალურად შესრულდება“, - ამბობს თათია გარანიძე.
@tatitt731 ♬ original sound - ნუმეროლოგია🪬💡ბედის მატრიცა🧿
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სანამ საქართველოში ვიმყოფები 6 ქალაქში გესტუმრებით!“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე
⭕ბანკის ძარცვა და ფულის გათეთრების სქემა - სტალინის სხვა მხარე