Digest Logo

„მისი გავლენა პირველ რიგში კომუნიკაციის სფეროებზე აისახება, ინფორმაციის გავრცელების არხებზე, მედიაზე“ - 26 აპრილს ურანი კუროში გადავა

1776604659
ასტროლოგია

♅ ♊️💫26 აპრილს პლანეტა საბოლოოდ ტოვებს კუროს ზოდიაქოს და გადადის აქტიურ სტიქიაში — მუტაბელური ჰაერის ნიშანში, ტყუპებში. ეს ტრანზიტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული გარდასახვაა, რადგან ურანი ასოცირდება რევოლუციურ ცვლილებებთან, ინოვაციებთან, მოულოდნელ გარღვევებთან და პროგრესთან, ისეთ ტექნოლოგიურ ცვლილებებთან, რომელიც დროს გვიზოგავს და ახალ რეალობას ქმნის.

ტყუპებში მისი გავლენა პირველ რიგში კომუნიკაციის სფეროებზე აისახება - ინფორმაციის გავრცელების არხებზე, მედიაზე, სწავლასა და აზროვნების პროცესებზე. მოსალოდნელია ახალი ტექნოლოგიური აღმოჩენები, ინოვაციები ტრანსპორტისა და გადაადგილების სფეროში, ასევე რადიკალური ცვლილებები განათლების სისტემაში.

ეს არის პერიოდი, როდესაც იდეები უსწრაფესად ჩნდება, შემდეგ ვრცელდება და კოლექტიურ რეალობას გარდაქმნის. როგორც კოლექტიურ, ისე პირად დონეზე, ურანი გამოწვევის წინაშე აყენებს ყველაფერს, რაც გაჩერებულია, არ ვითარდება და პროგრესს მოკლებულია.

ის არღვევს მოძველებულ წესებს, ტრადიციებსა და ჩარჩოებს, რათა გზა გაუხსნას ახალს. წარსულზე მიჯაჭვულობა ამ ენერგიასთან ვერ თანაარსებობს — ურანი გვაიძულებს გავუშვათ ის, რაც უკვე ამოწურულია. პირად დონეზე, ეს ტრანზიტი ხშირად მოულოდნელ და დაუგეგმავ ცვლილებში ვლინდება.

საწყის ეტაპზე ისინი შეიძლება სტრესულად ან შოკურადაც კი აღვიქვათ, თუმცა დროთა განმავლობაში ნათელი ხდება, რომ ეს პროცესები გვათავისუფლებს ძველი, დრომოჭმული ფორმებისგან. ურანი არღვევს რუტინას, აძლიერებს დამოუკიდებლობის სურვილს და გვაიძულებს გავიდეთ სტაგნაციიდან. ხშირად იძულებულს გვხდის გავბედოთ ის, რასაც აქამდე ვერ ვბედავდით.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ოქტომბერში ურანმა უკვე გააკეთა მოკლე ინგრესია ტყუპებში, თუმცა ნიშნის მხოლოდ საწყის გრადუსებს შეეხო და რეტროგრადული მოძრაობით კვლავ კუროში დაბრუნდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით იგრძნობოდა მოულოდნელი ცვლილებები მათთვის, ვისაც პლანეტები კუროს ბოლო ან ტყუპების საწყის გრადუსებში აქვთ. ახლა ეს თემები უკვე სრულფასოვან განვითარებას იწყებს.

♊️♐️♓️♍️პირველ რიგში, ტრანზიტი ყველაზე მეტად შეეხება მუტაბელური ნიშნების წარმომადგენლებს - ტყუპებს, მშვილდოსნებს, ქალწულებსა და თევზებს. მათთვის ეს პერიოდი მოვლენების სწრაფ და დრამატულ განვითარებას უკავშირდება. კონკრეტულად რა სფეროში გამოვლინდება ეს ცვლილებები, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სახლში გადის ურანი თქვენს ნატალურ რუკაში. მაგალითად, მეათე სახლში ის პროფესიულ და სოციალურ სტატუსთან დაკავშირებულ რადიკალურ ცვლილებებს მოიტანს; მეშვიდე სახლში - პარტნიორულ ურთიერთობებს გარდაქმნის; მეოთხე სახლში კი ოჯახურ და საცხოვრებელ გარემოს შეეხება. ურანი ერთ ნიშანში დაახლოებით 7 წელი რჩება და სრულ ზოდიაქოს წრეს დაახლოებით 84 წელში ასრულებს.

მისი ტყუპებში გადასვლა კიდევ უფრო მნიშვნელოვან კონტექსტს ქმნის, რადგან ახლა სამივე უმაღლესი პლანეტა — ნეპტუნი, პლუტონი და ურანი — აქტიური სტიქიის ნიშნებში განლაგდა (ვერძი, მერწყული, ტყუპები). ♅ ♆ ♇ივლისში ეს სამი პლანეტა შექმნის ზუსტ ჰარმონიულ კონფიგურაციას — ბისექსტილს, ნიშნის დაახლოებით 4°-ზე.

ეს ასპექტი მიუთითებს მასშტაბურ, კოლექტიურ პროცესებზე, სადაც ენერგია თავისუფლად და დინამიკურად გადაადგილდება. მსგავსი კომბინაციები ხშირად დაკავშირებულია ინტელექტუალურ გარღვევებთან, ტექნოლოგიურ ნახტომებთან და ახალი კოლექტიური ხედვების ფორმირებასთან - პროცესებთან, რომლებიც მომავალში გარდამტეხი ცვლილებების საფუძველს ქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნინი შერმადინმა იმიჯი შეიცვალა - „ძალიან მომწონს!“

„სხვა ღმერთს არ ვცნობთ, სხვა ღმერთი არც არსებობს“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„მოემზადეთ, წინ დიდი გარდატეხის კვირაა!“ - ასტროლოგი 20-26 აპრილის ასტროლოგიურ მოვლენებზე