მოემზადეთ, წინ დიდი გარდატეხის კვირაა! კოსმოსური ამინდი 20-დან 26 აპრილის ჩათვლით იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, როდესაც ვითარება ერთდროულად საინტერესოც ხდება და დაძაბულიც.
სივრცე გადატვირთულია მოვლენებითა და უმძლავრესი ენერგიების ინტენსიური ურთიერთქმედებით. მზარდი მთვარის ფონზე მატულობს მთვარის ენერგიის გავლენა, რასაც თან ერთვის ცეცხლოვანი ვერძის ძალა, პასუხისმგებლობისა და სიმტკიცის სერიოზული გამოცდა, რომელსაც პლანეტარული ბირთვი - მარსი, მერკური და სატურნი გვიწყობს.
ეს არის პერიოდი, როდესაც ერთდროულად ირთვება როგორც აჩქარება, ისე შეფერხება - ჩნდება მოქმედების, წინსვლისა და მიზნების მიღწევის ძლიერი სურვილი, თუმცა პარალელურად თავს იჩენს შეზღუდვები, ჩარჩოები და გარემოებები, რომლებიც გვაიძულებს შევჩერდეთ და დავფიქრდეთ. თუ ამ მძლავრი ენერგიის მართვას ვერ შევძლებთ, შესაძლოა წნევის ქვეშ მყოფი, ადუღებული ქვაბივით ვიგრძნოთ თავი.
ამიტომ ამ კვირის მთავარი გამოწვევა ბალანსის შენარჩუნებაა - არ დავახშოთ შინაგანი იმპულსი, რომელიც მოტივაციას გვაძლევს, თუმცა არც ის უნდა დავუშვათ, რომ ამ ძალამ ირგვლივ ყველაფერი დააზიანოს. ზოგიერთ სიტუაციაში მნიშვნელოვანი იქნება ტემპის შეკავება, დროებით შეჩერება და შემდგომი სტრატეგიის გააზრება.
კვირა მზარდი მთვარის ფაზაში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგია და ძალები მატულობს, ეს კი ახალი საქმეების დაწყებისა და რეალიზაციისკენ გვიბიძგებს. მით უმეტეს, რომ ამჟამად ხუთი პლანეტა ვერძის ცეცხლოვან ნიშანში იმყოფება, რაც ამ ეფექტს მრავალჯერ აძლიერებს. ვერძის ენერგია უკავშირდება დინამიკას, სიმამაცესა და ინიციატივას - სურვილს, სწრაფად ავიღოთ ყველაფერი საკუთარ თავზე, თუმცა ასეთი რაოდენობის ცეცხლი ზრდის გადახურების რისკსაც, როდესაც ემოციები იმარჯვებს და გვინდა იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად შეგვიძლია. კვირის დასაწყისში ვერძში მარსის, მერკურისა და სატურნის შეერთება კიდევ უფრო აძლიერებს ამ ცეცხლოვან მუხტს. სატურნი, როგორც შედარებით ცივი პლანეტა, შეეცდება შეაკავოს ეს ძალა, რაც არაცნობიერ დონეზე შეიძლება გამოვლინდეს გაღიზიანებისა და აგრესიის უეცარი აფეთქებებით.
გაითვალისწინეთ, რომ კვირის დასაწყისი საკმაოდ კონფლიქტურია - შესაძლებელია დაძაბულობა ხელმძღვანელობასთან ან სისტემის მხრიდან ზეწოლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი სამი დღე - სჯობს მეტი სიბრძნე გამოვიჩინოთ, არ წავიდეთ პირდაპირი დაპირისპირების გზით და არ დავანგრიოთ ის, რაც ჩვენთვის რეალურად ღირებულია. თუ ამ ენერგიას ცნობიერად ვმართავთ, ის შეიძლება უზარმაზარ ძალად გადაიქცეს, რადგან ვერძში სამმაგი პლანეტარული შეერთება აძლიერებს ნებისყოფას, დისციპლინასა და კონცენტრაციას.
სწორედ ამიტომ, ეს არის პერიოდი, როდესაც დიდი მიზნების განხორციელება შესაძლებელია, თუ ვიმოქმედებთ ცივი გონებით. სასიხარულო სიახლეა ისიც, რომ ორშაბათიდან მზე კუროს ნიშანში გადადის, რაც ჩვენთვის საიმედო საყრდენი ხდება და დამიწებაში გვეხმარება. კუროს ნიშანში მზე აძლიერებს პრაქტიკულობასა და მოთმინებას, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გვაკლდა. კვირის პირველი ნახევარი კიდევ ერთი ღრმა პროცესითაა საინტერესო - იხსნება უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნის, „კიტის“ ენერგეტიკული პორტალი. ეს არის გაწმენდისა და მოძველებულისგან გათავისუფლების დრო.
დასვით კითხვა: რას ვუშვებთ წარსულში, რათა ახალი ენერგიისთვის სივრცე გავათავისუფლოთ? ეს პროცესი ზოგისთვის რბილი იქნება, სხვებისთვის კი - რადიკალური, ამიტომ მნიშვნელოვანია გააზრებული ტრანსფორმაცია და არა ემოციური ნგრევა.
ამასთან ერთად, მთელი კვირის განმავლობაში აქტიური იქნება ვენერასა და ურანის შეერთება, რომელიც გავლენას ახდენს გრძნობებსა და ფინანსებზე. იქ, სადაც ადრე სტაგნაცია ან გაურკვევლობა იყო, იწყება გამოცოცხლება. განსაკუთრებით მკვეთრად ეს ენერგია 23-დან 26 აპრილამდე გამოვლინდება, ეს იქნება სრულიად განსხვავებული დინამიკა, სისწრაფე და მოვლენების ელვისებური განვითარება.
კვირის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანია, რომ არ დავაყოვნოთ - შესაძლებლობები შეიძლება სწრაფად გაჩნდეს და თუ ეჭვებს ავყვებით, ისინი უბრალოდ გვერდით ჩაგვივლის.
26 აპრილს კი მივუახლოვდებით კვირის ნამდვილ კულმინაციას: ურანი ახორციელებს ეპოქალურ ინგრესიას ტყუპების ნიშანში. ეს არის გრანდიოზული მოვლენა, რომელიც ახალ ვექტორს განსაზღვრავს როგორც პირად, ისე გლობალურ დონეზე და რომლის გავლენასაც 2033 წლამდე ვიგრძნობთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მზისა და პლუტონის დაძაბული კვადრატია, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. ეს არის ღრმა ტრანსფორმაციული ენერგია, რომელიც გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიებს. პლუტონი თითოეულ ჩვენგანს ცვლილებებისკენ უბიძგებს და მიგვანიშნებს, რატომ აღარ მუშაობს ძველი გზები. ნუ განეწყობით ნეგატიურად, რადგან სწორედ ასეთ პერიოდებში ხდება ზრდა.
ამ კვირის მთელი ენერგია განახლებისკენ არის მიმართული, რასაც 17 აპრილის ახალმთვარეობამაც შეუწყო ხელი. მომავალი კვირა უმნიშვნელოვანესი ეტაპია - ახალი საფუძვლის ჩაყრის დრო. თუ ამ პერიოდს ცნობიერად გაივლით, ის გახდება მძლავრი ბიძგი თქვენი სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყებად.
ასევე დაგაინტერესებთ:
🧿🕯ნეგატიური ზემოქმედების ნიშნები - როდის ღირს საკუთარი ენერგოველის შემოწმება