
ეზოტერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში წერს, რომ 1-ელ ოქტომბერს ბუნებასთან კავშირის აღდგენის დღეა.
იგი რიტუალს გვიზიარებს, რომელიც ძლიერ ხესთან უნდა ჩაატაროთ და ენერგეტიკულად დამუხტვაში, ცხოვრებისეულ სტრესთან უფრო ადვილად გამკლავებაში დაგეხმარებათ:
„დრუიდული პრაქტიკა — ბუნებასთან კავშირის აღდგენა:
დრუიდები თვლიდნენ, რომ ადამიანი მიწის, წყლის, ჰაერისა და ცეცხლის შვილად უნდა გრძნობდეს თავს. მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ ძალას, როცა ბუნებასთან ერთიანობაში ვცხოვრობთ.
ყოველდღე მინიმუმ 10 წუთი გაატარე ბუნებაში — ხესთან, მდინარესთან ან უბრალოდ ღია ცის ქვეშ. ეს „ენერგეტიკული ჩართვაა“.
რიტუალი ხესთან:
იპოვე ძლიერი ხე (მუხა, წიფელი ან კაკალი), დაჯექი მის ძირში ან ზურგით მიეყრდენი, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ მისი ფესვები გადმოსცემს სტაბილურობას, ხოლო ფოთლები — სუფთა ჰაერს და აზროვნების სიმსუბუქეს.
ხმამაღლა თქვი: „მიწავ, მაჩუქე შენი ძალა, ცაო, მაჩუქე შენი სიბრძნე“.
ეს პრაქტიკა დაგეხმარება, რომ ენერგეტიკულად დამუხტო და ცხოვრებისეულ სტრესს უფრო ადვილად გაუმკლავდე“, - წერს ეზოტერიკის პრაქტიკოსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი მამარდაშვილი 31-ე ქართველია ჩემპიონთა ლიგაზე
⭕ „საოცარ ფორმაში ხარ ასაკის კვალობაზე“ - როგორ აღნიშნა კრისტი ყიფშიძემ 48 წლის იუბილე
⭕„იხარე შენი ქმარ-შვილით...“ - ქეთი ხატიაშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს