1-ელი ოქტომბერი დღე, როცა გადაწყვიტეთ: ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ იქნება!
ჩემო ძვირფასებო, დღის ენერგიები 1 • 3 • 4 ძალას, მიზნებსა და შეუჩერებელ წინსვლას უკავშირდება. დღეს ზუსტად გეცოდინებათ, რა გსურთ, დასახავთ მიზნებს და მათ მისაღწევად იმოქმედებთ.
🏃♀️ საქმე ბევრი გექნებათ და მთელი დღე სირბილში ჩაივლის. შესაძლოა, თქვენთან კამათიც რთული იყოს: გაგიჩნდებათ განცდა, რომ მხოლოდ თქვენი აზრია სწორი, დანარჩენებმა კი თავიანთი რჩევები თავისთვის შეინახონ.
🔥 თუმცა თავდაჯერებულობა კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს. დღეს ადვილია საუბარი ხმამაღალი ტონით დაიწყოთ: „თვითონ გავერკვევი“, „ნუ მასწავლი“, „შენი აზრი შენთვის დაიტოვე“. ასეთმა სიტყვებმა შეიძლება ურთიერთობები სწრაფად გააფუჭოს და თქვენთვის საჭირო ადამიანები ჩამოგაშოროთ.
🪩 ამიტომ დილიდანვე აამოძრავეთ სხეული: იხტუნეთ იცეკვეთ, იმოძრავეთ — მთავარია, სხეული გამოაფხიზლოთ და ენერგიას მოძრაობის საშუალება მისცეთ.
💪 თუ ვარჯიშზეც წახვალთ, ეს ნამდვილი წარმატება იქნება! ფიზიკური აქტივობის შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ სიმშვიდის შენარჩუნება, გადაწყვეტილებების გააზრებულად მიღება და თქვენი ძალის შედეგზე მიმართვა.
✍️ დღეს მიზნები აუცილებლად ჩამოწერეთ ფურცელზე. ჩამოაყალიბეთ ისე, თითქოს უკვე ცხოვრობთ ამ რეალობაში: „მადლიერებით ვიღებ წარმატებას“, „სიუხვეში ვცხოვრობ“, „სიყვარულით ვარ გარემოცული და ფინანსურად რეალიზებული“.
❤️ ადამიანებს სიკეთითა და გაგებით მოექეცით. დაუწიეთ ხმას, ნუ აჰყვებით გაღიზიანებას, ნუ ეცდებით თქვენი სიმართლის დამტკიცებას ნებისმიერ ფასად და სხვების აზრისთვისაც დატოვეთ ადგილი.
🎨 დღეს შემოქმედებითი საქმიანობაც განსაკუთრებით სასარგებლოა. ხატვით, ცეკვით, დიზაინით, მუსიკით თუ ხელსაქმით, შექმნის პროცესმა შეიძლება თქვენი მიზნების განხორციელება გაგიადვილოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: