Digest Logo

„მკვეთრი რყევები სავალუტო და საფონდო ბირჟებზე, მსხვილი კორუფციული და სექსსკანდალები საჯარო პირების მონაწილეობით“ - კვირის ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან

1763927672
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად ასტროლოგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც შემოდგომის ბოლო კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

„შემოდგომის ბოლო კვირა გველოდება, რომელიც თანდათან ათანაბრებს და არბილებს სივრცეს, რომელიც წინა კვირაში ურანული ასპექტებით იყო „აფორიაქებული“. ეს არის კვირა, რომელიც გვეხმარება „რბილად“ დავასრულოთ ის, რაც დასასრულს უახლოვდება და იმავდროულად - მშვიდად გადავეწყოთ ახალ (ზამთრის) ტალღაზე.

მთელი კვირა ვენერა მორიელის ძლიერი გავლენის ქვეშაა, რაც ეხება ცხოვრების ყველაზე ღრმა სფეროებს: სიყვარულს, ფინანსებს, ნდობასა და შიშებს.

კვირის დასაწყისი ხელსაყრელია რთული საკითხების მოსაგვარებლად, ხოლო ბოლო - მოულოდნელობებსა და კრიზისებს გვპირდება.  თუმცა, რეტროგრადული მერკური ჯერ კიდევ გვაძლევს უნიკალურ შანსს, გადავხედოთ ძველ საკითხებს განახლებული ვარიანტით, ახალი გარემოებების გათვალისწინებით!  

კვირის მთავარი ასპექტები:  

25 ნოემბერი (სამშაბათი): რეტროგრადული მერკურისა და ვენერას შეერთება მორიელში ღრმა, საბედისწერო საუბრების დროა. ვუბრუნდებით გადაუჭრელ ფინანსურ საკითხებსა და წარსულის თემებს, რომლებიც გარკვევას მოითხოვს.

•პირადი დონე: შესაძლებელია აღიარებები, საიდუმლოების გამჟღავნება, შეთანხმებების გადახედვა. იდეალური დროა კრედიტების, მემკვიდრეობის, ბიუჯეტის განაწილების განსახილველად და მოლაპარაკებებისთვის, სადაც ლოგიკასთან ერთად ემოციური ჩართულობაც მნიშვნელოვანია.

•მუნდანური დონე: აქტიური კულისებს მიღმა მოლაპარაკებები სახელმწიფოებს შორის ვალების, რესურსებისა და საიდუმლო შეთანხმებების შესახებ. საგადასახადო და საბანკო სფეროების რეფორმების განხილვა.

26-27 ნოემბერი (ოთხშაბათი-ხუთშაბათი): ვენერას დიდი ტრიგონი სატურნთან და იუპიტერთან ეს კვირის ყველაზე სტაბილური და ჰარმონიული პერიოდია. გრძნობების სიღრმე (მორიელი) პოულობს პრაქტიკულ განხორციელებას (სატურნი) და მხარდაჭერას (იუპიტერი).

•პირადი დონე: ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისა და ფინანსური სფეროს სტაბილიზაციისთვის. იდეალურია იპოთეკის, ინვესტიციების საკითხების მოსაგვარებლად, ოჯახისგან ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ან ქორწინების მყარ ფუნდამენტზე დასამყარებლად.

•მუნდანური დონე: გრძელვადიანი და მოგებიანი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება რესურსების ერთობლივი გამოყენების შესახებ. უძრავი ქონების ბაზრის სტაბილიზაცია. წარმატებული სოციალური რეფორმები.

28 ნოემბერი (პარასკევი): ვენერას შეერთება ლილიტთან მორიელში. ყურადღება!

ცდუნებებისა და გამოცდების პიკი ურთიერთობებსა და ფინანსებში. სიყვარულის ბნელი მხარე - მესაკუთრეობა, შეპყრობილობა, წინა პლანზე გამოდის - ეჭვიანობა.

•პირადი დონე: მოერიდეთ სახიფათო კავშირებს, ფინანსურ ავანტიურებს, არაჯანსაღ ვნებას და შანტაჟს. გახსოვდეთ, რომ სასურველის საფასური შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს.

•მუნდანური დონე: მსხვილი კორუფციული და სექსსკანდალები საჯარო პირების მონაწილეობით. კრიზისები ფინანსურ ინსტიტუტებში თაღლითობის გამო.

30 ნოემბერი (კვირა): ვენერას ოპოზიცია ურანთან - მოულოდნელობების დღე!

უეცარი, შოკის მომგვრელი მოვლენები პირად ცხოვრებასა და ფინანსებში.

•პირადი დონე: შესაძლებელია მკვეთრი გაწყვეტები, მოულოდნელი ღალატი, გაუთვალისწინებელი ხარჯები ან შემოსავლები. იმპულსური გადაწყვეტილებები დიდი შენაძენების ან ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ.

•მუნდანური დონე: მკვეთრი რყევები სავალუტო და საფონდო ბირჟებზე. ეკონომიკური ან პოლიტიკური კავშირების უეცარი გაწყვეტა ქვეყნებს შორის. სკანდალური გადადგომები ფინანსურ სექტორში.

კვირის მთავარი რეკომენდაციები:

1. გამოიყენეთ კვირის დასაწყისი (25-27 ნოემბერი): ეს საუკეთესო დროა პარტნიორებთან გულწრფელი საუბრებისთვის, ფინანსური სტრატეგიების გადასახედად და რთული, გრძელვადიანი საკითხების (უძრავი ქონება, კრედიტები) გადასაჭრელად.  

2. მაქსიმალური გაცნობიერება (28 ნოემბერი): ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა ფასის გადახდა მიწევს იმისთვის, რაც მინდა?". მოერიდეთ სიხარბესა და ვნებაზე დაფუძნებულ გარიგებებს.  

3. შეინარჩუნეთ სიმშვიდე (30 ნოემბერი): მზად იყავით მოულოდნელი შემობრუნებისთვის. არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები და გადადეთ მსხვილი შენაძენები.  

4. უსმინეთ ინტუიციას: ახლა სჯობს ნატიფად მოუსმინოთ სამყაროს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მინიშნებები შეიძლება სულაც არ იყოს აშკარა.

მთლიანობაში, კვირა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე წინა, მაგრამ სიფრთხილე მაინც გვმართებს!“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი ოჯახი სრულიად არაეკლესიური იყო, მამაჩემი საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი ეკლესიის მიმართ...“ - რას ჰყვება მეუფე ათანასე

„რომ ჩაშლილიყო ამასაც ვიტყოდით, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, არც ეს იქნებოდა ტრაგედია, სხვა დროს და სხვაგან ჩატარდებოდა“ - რას ამბობს გიორგი ძოწენიძე

„ჰოროსკოპი ეს არის შესაძლებლობა, არ იმოქმედო ბრმად, ეს არის შენი პიროვნების და ბედისწერის ნავიგატორი“ - რამაზ გიგაური პირადი რუკის შედგენაზე