Digest Logo

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახსა და პირად ცხოვრებაში, საკუთარი ბიზნესის განვითარება - 2027 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის

1794466155
ნინა ხომერიკი

2027 წელი ვერძებისთვის მნიშვნელოვანი გარდატეხის, ცვლილებების, პიროვნული გარდაქმნისა და ახალი შესაძლებლობების წელია, მოგიწევთ საკუთარი ცხოვრების მიმართულების გადახედვა, პრიორიტეტების შეცვლა და უფრო სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.

1. მთავარი ასტროლოგიური გავლენები.

2027 წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენაა სატურნისა და ნეპტუნის ხანგრძლივი ტრანზიტი თქვენს ნიშანში. ორივე პლანეტა პიროვნული იდენტობის, მიზნების, პასუხისმგებლობისა და მომავლის ხედვის ცვლილებას უკავშირდება.

აუცილებელია ჩამოყალიბდეთ სად გსურთ ჩადოთ თქვენი ენერგია, რომელი ურთიერთობები და საქმიანობა აღარ შეესაბამება თქვენს მომავალს და რა მიმართულებით გსურთ განვითარება. სატურნი მოითხოვს დისციპლინას, მოთმინებას, პასუხისმგებლობასა და კონკრეტული შედეგების მიღწევას.

რასაც შეუძლია მოგიტანოთ:

• პროფესიული მიმართულების შეცვლა ან ახალი პასუხისმგებლობების აღება;

• საკუთარი ბიზნესის ან დამოუკიდებელი საქმიანობის განვითარება;

• ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადახედვა;

• მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახსა და პირად ცხოვრებაში;

• საკუთარი შესაძლებლობების რეალისტურად შეფასება;

• ხანგრძლივი მიზნების განხორციელება.

სატურნი არ იძლევა სწრაფ შედეგებს, მაგრამ სწორად დაგეგმილი საქმიანობა შეიძლება მყარ საფუძვლად იქცეს მომავალი წლებისთვის.

განსაკუთრებული პერიოდია 9 აგვისტოდან – 24 დეკემბრის ჩათვლით, როდესაც სატურნი რეტროგრადულ მოძრაობაზე გადავა. ამ პერიოდში შესაძლოა დაბრუნდეს ძველი პასუხისმგებლობები, გადაიხედოს ადრე მიღებული გადაწყვეტილებები და საჭირო გახდეს დაწყებული საქმეების დასრულება.

ნეპტუნი კი თავის მხრივ გაგიძლიერებთ ინტუიციას, წარმოსახვას, შემოქმედებითობას და ახალი ცხოვრებისეული იდეების გაჩენას, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ მისი გავლენა ორმხრივია: ერთის მხრივ, გაჩნდება ახალი ოცნებები და მიზნები, ხოლო მეორეს მხრივ შეიძლება გაგიჭირდეთ რეალობისა და სურვილების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

საჭიროა გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე:

• დაუფიქრებელი ფინანსური გადაწყვეტილებებისას;

• საეჭვო შეთავაზებების მიღებისას;

• ადამიანების დაპირებების ბრმად დაჯერებისას;

• ისეთი პროექტების დაწყებისას, რომელთა რეალური პერსპექტივა ჯერ გაურკვეველია.

11 ივლისიდან 15 დეკემბრამდე პლანეტა ნეპტუნი იქნება რეტროგრადული, რაც ხელსაყრელი პერიოდია საკუთარი გეგმების, სურვილებისა და ცხოვრებისეული მიმართულების გადასაფასებლად.

2. კარიერა და პროფესიული განვითარება:

2027 წლის პირველ ნახევარში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული შესაძლებლობების გამოყენება. განსაკუთრებით ხელსაყრელია იუპიტერის ტრანზიტი ლომში, რომელიც 26 ივლისამდე გაგრძელდება. ეს პლანეტა თქვენს ნიშანთან ჰარმონიულ ქმნის ტრინს და ამით ხელს უწყობს:

• პროფესიულ წინსვლას;

• საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას;

• ახალი პროექტების დაწყებას;

• შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას;

• ხელმძღვანელ პოზიციებზე გადასვლას;

• საკუთარი ბიზნესის პოპულარიზაციას.

ასევე შესაძლებელია გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, ან მიიღებთ ისეთ შეთავაზებას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ახალ მიმართულებას გაუხსნის კარს.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება აპრილი და ივლისის პირველი ნახევარი.

3 აპრილს და 11 ივლისს იუპიტერი სატურნთან შექმნის ჰარმონიულ ტრინს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ასტროლოგიური კომბინაციაა, რადგან აერთიანებს გაფართოების შესაძლებლობასა და სტაბილურ საფუძველს. ეს პერიოდები ხელს უწყობს გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვას, ბიზნესის განვითარებასა და პროფესიული პოზიციების გამყარებას.

3. ფინანსები და მატერიალური მდგომარეობა:

ფინანსური თვალსაზრისით, 2027 წელი ორ განსხვავებულ ეტაპად იყოფა.

იანვარი – ივლისი:

იუპიტერი ლომში მოგცემთ შესაძლებლობას, გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა საკუთარი აქტიურობით, შემოქმედებითი საქმიანობით, ახალი პროექტებითა და დამატებითი შემოსავლების წყაროებით, აგრეთვე შესაძლებელია:

• შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენა;

• ბიზნესის გაფართოება;

• შემოქმედებითი საქმიანობიდან ფინანსური სარგებლის მიღება;

• საკუთარი ნიჭის მონეტიზაცია;

• უცხოურ ან საერთაშორისო პროექტებთან თანამშრომლობა.

თუმცა აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ, 2027 წლის დასაწყისში საჭიროა გამოიჩინოთ ფინანსური სიფრთხილე, რადგან თქვენი მმართველი პლანეტა მარსი 10 იანვრიდან 1 აპრილამდე რეტროგრადულ მოძრაობაშია და ეს ამ პერიოდი აუცილებლად ერიდეთ დაუფიქრებელ ფინანსურ რისკებს, ასეთ დროს, უმჯობესია ძველი ფინანსური საკითხების მოწესრიგება და დაწყებული პროექტების გადახედვა.

26 ივლისიდან იუპიტერი ქალწულში გადავა და აქცენტები გაკეთდება ყოველდღიურ საქმიანობაზე, სამუშაო პირობებზე, მომსახურებაზე, კლიენტებთან ურთიერთობასა და შემოსავლის სისტემატიზაციაზე. ფინანსური გაუმჯობესება უფრო მეტად იქნება დამოკიდებული შრომის ორგანიზებაზე, პროფესიულ უნარებსა და სწორად დაგეგმილ სამუშაო პროცესზე.

4. სიყვარული და პირადი ურთიერთობები:

2027 წლის პირველ ნახევარში იუპიტერი ლომში სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობების გააქტიურებას უწყობს ხელს.
მარტოხელა ვერძებისთვის ეს შეიძლება იყოს ახალი ნაცნობობის, რომანტიკული ურთიერთობის დაწყებისა და პირადი ცხოვრების გამოცოცხლების პერიოდი.
განსაკუთრებით საინტერესოა:

• აპრილი;
• მაისი;
• ივნისი;
• ივლისის პირველი ნახევარი.

არსებულ ურთიერთობებში შესაძლებელია გაჩნდეს მეტი სითბო, საერთო გეგმები და ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს, თუმცა გახსოვდეთ, რომ სატურნის ტრანზიტი თქვენს ნიშანში მოითხოვს სერიოზულობას და ის ურთიერთობები, რომლებსაც მყარი საფუძველი არ გააჩნია, შესაძლოა გამოცდის წინაშე აღმოჩნდეს.

2027 წელს თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდება იმის გარკვევა, თუ რამდენად თანაბრად არის განაწილებული პასუხისმგებლობა პარტნიორებს შორის.

5. ჯანმრთელობა და ყოველდღიური რეჟიმი.

ჯანმრთელობისა და სამუშაო რეჟიმის საკითხები განსაკუთრებით აქტუალური გახდება წლის მეორე ნახევარში, კერძოდ 26 ივლისიდან, როდესაც იუპიტერი ქალწულში გადავა და თქვენი ყოველდღიური რეჟიმის, შრომითი დატვირთვისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის თემებს გაააქტიურებს. ეს კარგი პერიოდია:

• ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმის დასამკვიდრებლად;

• კვების მოწესრიგებისთვის;

• ფიზიკური აქტივობის გასაზრდელად;

• პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის;

• სამუშაო და დასვენების ბალანსის აღსადგენად.
წლის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით თქვენი მმართველი პლანეტა მარსის რეტროგრადული მოძრაობისას, მნიშვნელოვანი იქნება არ გადააჭარბოთ საკუთარ შესაძლებლობებს და ეცადოთ ენერგიის სწორად განაწილება.

6. მოულოდნელი ცვლილებები — ურანი ტყუპებში.

2027 წელს, ურანის ტრანზიტი ტყუპებში მოგიტანთ ახალ შესაძლებლობებს კომუნიკაციის, განათლების, ინფორმაციის, ტექნოლოგიებისა და გადაადგილების მიმართულებით. შესაძლებელია:

• ახალი პროფესიის ან უნარის შესწავლა;

• ონლაინსაქმიანობის დაწყება;

• უცხოელებთან თანამშრომლობა;

• მოულოდნელი მივლინებები;

• ახალი საქმიანი კონტაქტები;

• მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება.

განსაკუთრებით საინტერესო იქნება თებერვალი, ივნისი და სექტემბერი. ურანის გავლენა ხელს შეუწყობს აზროვნების განახლებას და ძველი სამუშაო მეთოდების შეცვლას.

7. პლუტონი მერწყულში — ახალი ადამიანები და მნიშვნელოვანი კავშირები.

პლუტონი მერწყულში თქვენთვის მეგობრების, სოციალური გარემოს, პროფესიული წრეებისა და სამომავლო მიზნების ტრანსფორმაციას უკავშირდება. 2027 წელს შესაძლოა შეიცვალოს იმ ადამიანების წრე, რომელთანაც თანამშრომლობთ. დასრულდება ზოგიერთი ძველი კავშირი, სანაცვლოდ კი გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ახალი პროფესიული გაერთიანებები, საერთაშორისო კონტაქტები და კოლექტიური პროექტები.

8. 2027 წლის მნიშვნელოვანი თარიღები და პერიოდები:

10 იანვარი – 1 აპრილი — უკავშირდება მარსის რეტროგრადულ მოძრაობას.
ამ პერიოდში საჭიროა საქმიანობის ტემპის გადახედვა, ძველი პროექტების დასრულება და ენერგიის სწორად განაწილება. არ არის სასურველი დაუფიქრებელი კონფლიქტები და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება.

6 თებერვალი — მზის დაბნელება მერწყულში
ახალი ეტაპი მეგობრების, სოციალური გარემოს, პროფესიული კავშირებისა და სამომავლო გეგმების მიმართულებით.

20 თებერვალი — მთვარის დაბნელება ქალწულში
აუილებელია ყოველდღიური სამუშაოს, ჯანმრთელობისა და პასუხისმგებლობების გადახედვა.

3 აპრილი — იუპიტერისა და სატურნის ტრინი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია გრძელვადიანი მიზნების განსახორციელებლად. ხელს უწყობს პროფესიული და პირადი გეგმების რეალიზაციას.

12 აპრილი — იუპიტერი პირდაპირ მოძრაობას იწყებს ლომში.
ნელ-ნელა გააქტიურდება შემოქმედებითი პროექტები, პირადი ინიციატივები და რომანტიკული ცხოვრება.

10 ივნისი – 4 ივლისი — მერკურის რეტროგრადული მოძრაობა
საჭიროა გამოიჩინოთ მეტი ყურადღება კომუნიკაციის, საბუთების, ოჯახური საკითხებისა და გადაადგილების მიმართულებით.

11 ივლისი — იუპიტერისა და სატურნის მეორე ტრინი
წლის ერთ-ერთი ძლიერი პერიოდი. კარგი დროა გრძელვადიანი გადაწყვეტილებებისა და დაწყებული საქმეების გასამყარებლად.

18 ივლისი — მთვარის დაბნელება თხის რქაში
კარიერის, პროფესიული სტატუსისა და პასუხისმგებლობების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებების სიმბოლური პერიოდია.

26 ივლისი - იუპიტერი ქალწულში გადადის.

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ სამუშაოს, შემოსავლის სისტემატიზაციისა და ჯანმრთელობის მიმართულებით.

2 აგვისტო - მზის სრული დაბნელება ლომში
ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი სიყვარულის, შემოქმედების, შვილებისა და პირადი თვითგამოხატვის კუთხით.

9 აგვისტო – 24 დეკემბერი — სატურნის რეტროგრადული მოძრაობა
საწიროა პასუხისმგებლობებისა და პირადი გადაწყვეტილებების გადაფასება, დაწყებული საქმეების დასრულება და გრძელვადიანი გეგმების კორექტირება.

7–28 ოქტომბერი — მერკურის რეტროგრადული მოძრაობა
აუცილებელია ურთიერთობებსა და ფინანსურ შეთანხმებებში სიფრთხილე. სასურველია ყველა პირობის გადამოწმება.

17 აგვისტო - მთვარის დაბნელება მერწყულში
მოიტანს მეგობრული და პროფესიული კავშირების, სამომავლო გეგმებისა და სოციალური გარემოს ცვლილებებს.

9. რომელი ვერძებისთვის იქნება 2027 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

• 21-იდან - 28 მარტის ჩათვლით დაბადებულ ვერძებზე ყველაზე ძლიერი გავლენა ექნება ნეპტუნი, რაც იდენტობის, ცხოვრებისეული მიზნებისა და პირადი მიმართულების შეცვლას გულისხმობს.

• 29 მარტიდან – 7 აპრილის ჩათვლით დაბადებული ვერძები, მეტად იგრძნობენ სატურნის გავლენას, რაც პასუხისმგებლობების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და ცხოვრების სტრუქტურის შეცვლას გულისხმობს.

• 8-იდან - 19 აპრილის ჩათვლით დაბადებული ვერძებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი იქნება სატურნის ენერგია, რასაც პროფესიული და პირადი ცხოვრების სერიოზული გადაფასება მოაქვს.

• 20 აპრილის (+/-) პერიოდში დაბადებული ვერძებისთვის სატურნის გავლენა უფრო გვიან, მომდევნო ეტაპზე გახდება აქტუალური.

2027 წლის შეფასება:

მომავალი წელი თქვენთვის პიროვნული მომწიფების, ახალი მიზნების ჩამოყალიბებისა და ცხოვრებისეული პრიორიტეტების შეცვლის წელია.

წლის პირველი ნახევარი უფრო მეტად ხელს უწყობს სიყვარულს, შემოქმედებას, თვითგამოხატვას, ახალ პროექტებსა და პირად ინიციატივებს.

წლის მეორე ნახევარი ყურადღებას გადაიტანს სამუშაოზე, ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგებაზე, ჯანმრთელობასა და ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა:
არ იჩქაროთ იქ, სადაც მყარი საფუძვლის შექმნაა საჭირო, მაგრამ არც ახალ შესაძლებლობებს არ შეუშინდეთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕13 ნოემბერს ორი პლანეტის რეტროგრადული პერიოდი სრულდება - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო იწყება

⭕„ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს“ - ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს მიმართავს

⭕„ხელსაყრელია დაგეგმვა, მოგზაურობა, ქორწილი...“ - 12 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕