2026 წლის 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ.
კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას უსმან ნურმაგომედოვი ინტერვიუს ჩაწერის დროს და სახეში ურტყამს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილს ცნობილი ადამიანები საჯარო მხარდაჭერას უცხადებენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი შვილი, ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც თავდამსხმელების საქციელს არაკაცური ქმედება უწოდა:
„გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება!“, - წერს ცოტნე ივანიშვილი.
ქართველი მებრძოლი აბუ-დაბიში RAF-ის ჭიდაობის ღონისძიებაზე იმყოფება.
მერაბ დვალიშვილის განცხადებით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მას და მის მეგობარს ძირს დაცემის შემდეგაც ფეხებს ურტყამდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ხელსაყრელია დაგეგმვა, მოგზაურობა, ქორწილი...“ - 12 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
⭕„გული ამერია, როცა ეს ვიდეო ვნახე“ – ნინა დრამა მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება