Digest Logo

„მნიშვნელოვანია, პერსპექტიულ შეთავაზებებს უთხრათ: „კი, თანახმა ვარ!“ - თაკო მელიქიშვილი 21 ოქტომბრის ენერგიებზე

1792559410
 თაკო მელიქიშვილი

„21 ოქტომბერი დღე, როცა ერთმა „კი“-მ შეიძლება დიდი ფულისკენ გზა გაგიხსნათ!

ჩემო ძვირფასებო, დღეს შესანიშნავი დღეა, რომლის ენერგიებიცაა 3 • 5 • 8. იმოქმედეთ თამამად, ნუ დაეჭვდებით და ბოლოს და ბოლოს გადადგით ნაბიჯი იმისკენ, რასაც დიდი ხანია გეგმავთ“,- ამის შესახებ ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა სოციალურ ქსელში 21 ოქტომბრის დღის პროგნოზს აქვეყნებს.

„21-მა რიცხვმა შეიძლება ეჭვები გაგიძლიეროთ. ისევ დაიწყებთ ფიქრს: „ღირს თუ არა? გავაკეთო თუ არა? იქნებ კიდევ მოვიცადო?“

მისია 5-იც გაჭიანურებისკენ გიბიძგებთ. ეს ის შემთხვევაა, როცა რაღაც გუშინ ან შეიძლება ერთი თვის წინაც უნდა გაგეკეთებინათ.

დღეს მნიშვნელოვანია, პერსპექტიულ შეთავაზებებს უთხრათ: „კი, თანახმა ვარ! კი, ვცდი! კი, გამომივა!“ ჯერ გაბედეთ და შემდეგ გაარკვიეთ, ზუსტად როგორ განახორციელოთ ჩანაფიქრი.

ესაუბრეთ მხოლოდ მათ, ვინც მხარს გიჭერთ. მეუღლე, მეგობრები თუ ახლობლები უნდა გეუბნებოდნენ: „გაბედე! გამოგივა!“ დღეს გარშემომყოფების აზრის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით.

რჩევას ნუ ჰკითხავთ მათ, ვინც თავიდანვე გადაგაფიქრებინებთ. სიტყვებმა — „ეს რაში გჭირდება?“, „არ გამოგივა“ და „სჯობს, არ გარისკო“ — დღეს შეიძლება ისევ შეგაჩეროთ.

ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი იაროთ. იმოძრავეთ, მოაგვარეთ საოჯახო და სამუშაო საქმეები, აირჩიეთ ახალი მარშრუტები — სწორედ მოძრაობა აამოქმედებს დღის ენერგიას.

დღეს აუცილებლად გამოეწყვეთ ლამაზად. თავი იგრძენით თავდაჯერებულად, ლამაზად და თავდაჯერებულად — ასე საჭირო ადამიანები და შესაძლებლობები უფრო მარტივად მოგიზიდავთ.

რეალიზაციის რვიანი ფინანსურ წარმატებასა და მნიშვნელოვან შედეგს გპირდებათ. თუმცა ერთი პირობით: შეწყვიტეთ იდეალური მომენტის ლოდინი და ბოლოს და ბოლოს გაბედეთ.

დღეს თქვენი მთავარი ამოცანაა, ეჭვის ნაცვლად იმოქმედოთ. შესაძლოა, სწორედ 21 ოქტომბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მიგიყვანოთ დიდ ფულსა და ძლიერ რეალიზაციამდე.

იყავით ყველაზე ბედნიერები, საყვარლები, გაბედულები და ფინანსურად უზრუნველყოფილები!“,- წერს მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ დაშორების შემდეგ ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე დუმილს არღვევს: „შვილებს ემოციურ უსაფრთხოებას ვერ ვუყიდით“

✕