Digest Logo

დაშორების შემდეგ ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე დუმილს არღვევს: „შვილებს ემოციურ უსაფრთხოებას ვერ ვუყიდით“

1792525628
ჯორჯინა უზგატეგუი

UFC-ის ქართველი ვარსკვლავის, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი უზარმაზარი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა - მან სოციალურ ქსელში მოძალადეობრივ ურთიერთობებზე, ოჯახურ ტრავმებსა და ბავშვობის გამოუსწორებელ იარებზე სკანდალურად გულახდილი პოსტი გამოაქვეყნა:

„ამ თვეების განმავლობაში, ფონდ @seedsoflifefoundation-ში ჩემმა მონაწილეობამ ჩემში ადამიანური ურთიერთობების დინამიკის გაგების ღრმა საჭიროება გააღვიძა.

რა აიძულებს ადამიანს, დარჩეს მოძალადეობრივ ურთიერთობაში? რა გამოცდილებები აყალიბებს ვინმეს იმ დონემდე, რომ სხვისთვის ზიანის მიყენება დაიწყოს?

რაც უფრო მეტს ვსწავლობ, მით უკეთ ვხვდები, თუ რამდენად ღრმა გავლენა აქვს ჩვენს ბავშვობას იმაზე, თუ როგორ ვსწავლობთ სიყვარულს, მიჯაჭვულობასა და სამყაროსთან ურთიერთობას. ბევრი ემოციური იარა, რომელსაც თავის დროზე ყურადღება არ მივაქციეთ, საბოლოოდ ზრდასრულ ცხოვრებაში იჩენს თავს და, სამწუხაროდ, შესაძლოა თაობიდან თაობას გადაეცეს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ტრავმირებული ადამიანი მოძალადედ ყალიბდება, ან რომ ტანჯვა ოდესმე ამართლებს ძალადობას.

როგორც მშობლები, ხანდახან ისე ვართ აღელვებულები იმით, რომ შვილებს საუკეთესო შესაძლებლობები შევთავაზოთ, გავუვითაროთ ტალანტები და მივცეთ ყველა ინსტრუმენტი წარმატების მისაღწევად, რომ შეიძლება უმთავრესი რამ დაგვავიწყდეს: ჩვენ ვერ ვყიდულობთ მათთვის იმ ემოციურ უსაფრთხოებას, რომლითაც ისინი ამ სამყაროში იცხოვრებენ.

ეს უსაფრთხოება შენდება იმ სიყვარულით, რომელსაც იღებენ, იმ მშვიდობით, რომელსაც განიცდიან, იმ ურთიერთობებით, რომელთაც აკვირდებიან და იმ ფორმით, რომლითაც ვასწავლით საკუთარი ღირებულების ცნობას.

რა დიდებული პრივილეგიაა გამოფხიზლება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა, სწავლა, გაუმჯობესება და, რაც მთავარია, განკურნება (გამოჯანმრთელება).

რადგან, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ფასეული მემკვიდრეობა, რაც შეგვიძლია შვილებს დავუტოვოთ, იყოს არა ის, რისი აშენებაც მათთვის შევძელით, არამედ ის, რისი განკურნების სიმამაცეც საკუთარ თავში ვპოვეთ.

დაე, ჩვენს თაობას ჰქონდეს სიმამაცე, დაარღვიოს ეს მანკიერი წრე, რათა მომავალმა თაობებმა შეძლონ უფრო ჯანსაღი ურთიერთობების აგება და უფრო უსაფრთხო სამყაროში ცხოვრება“, - წერს ჯორჯინა უზკატეგუი.

ლია თოფურია მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციის, UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ნახევრადმსუბუქი წონის (Featherweight) ჩემპიონი იყო. ქართველმა მებრძოლმა, მეტსახელად „El Matador“, ოქტაგონზე უმარცხებელი სერიითა და სანახაობრივი ნოკაუტებით მსოფლიო აღიარება მოიპოვა და სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად იქცა. თუმცა რამდენიმე თვის წინ ჯასტინ გეიჯთან მარცხის შემდეგ ილიამ ტიტული დაკარგა.

ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად იყვნენ და საერთო ქალიშვილიც ჰყავთ. მათი ურთიერთობა მუდმივად ექცეოდა საერთაშორისო თუ ქართული მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა ბოლო პერიოდში წყვილის დაშორებამ მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Giorgina Uzcategui Badell (@giorginauzcategui)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 14 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში დაგეგმილ შეხვედრას სტუმართა გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან

🎥 „ზოგჯერ ზებრა შუქნიშნის გარეშეა, რაც ბავშვისთვის გადასვლას ართულებს“ - რა უნდა ვასწავლოთ პატარებს გზაზე მოძრაობის შესახებ: ეკა ლალიაშვილის რჩევები

🎥 „მენსტრუალური ციკლი გოგომაც უნდა იცოდეს და ბიჭმაც“ - თათია ტუღუში სქესობრივ განათლებასა და საზღვრებზე: ბავშვის რა ასაკია ოპტიმალური ამ სახის განათლების მისაღებად?

✕