5 სექტემბერი ჩემო ძვირფასებო, დღეს ჯეკპოტის დღეა!
დღის ენერგიებია: 5 • 6 • 2. დღეს ყველაფერი შესაძლოა საუკეთესოდ აეწყოს, თუმცა არის ერთი ნიუანსი: ძალიან მოგინდებათ კომფორტის ზონაში დარჩენა სახლში ჯდომა, აგარაკზე მეგობრებთან ან ნათესავებთან წასვლა, გემრიელი საჭმელი, საუბარი და დასვენება
🔥 მაგრამ დღეს სწორედ ამის საპირისპიროდ უნდა მოიქცეთ! გამოეწყვეთ, დატოვეთ სახლი და წადით ახალ, სასურველია განსაკუთრებულ ადგილას, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ: ახალ რესტორანში, პარკში, ღონისძიებაზე, სხვა უბანში ან თუნდაც მეზობელ ქალაქში!
რატომ? იმიტომ, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ. ახალმა გარემომ და ურთიერთობებმა შეიძლება მოგიტანოთ საინტერესო პარტნიორობა, ახალი ნაცნობობა, ხოლო მათთვის, ვისთვისაც პირადი ცხოვრება აქტუალურია შესაძლოა საბედისწერო შეხვედრაც კი.
❤️ დღეს ცხოვრებით უნდა დატკბეთ, საკუთარ თავს მეტის უფლება მისცეთ და ადამიანებთან თავისუფლად იურთიერთოთ. ნუ დაელოდებით ოთხ კედელში, როდის მოგიკაკუნებთ ბედისწერა კარზე თავად წადით იქ, სადაც ადამიანები და ახალი შესაძლებლობებია!
🤫 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: თქვენს გეგმებსა და მიზნებზე ყველას ნუ მოუყვებით. ნურც სხვის პრობლემებს აიკიდებთ საკუთარ თავზე. დღეს თქვენს ცხოვრებასა და სურვილებზე უნდა იზრუნოთ.
😇 აუცილებლად გააკეთეთ ისეთი რამ, რაც გაშინებთ ან თქვენთვის უჩვეულოა. გამოელაპარაკეთ უცნობ ადამიანს, სთხოვეთ, ყავაზე დაგპატიჟოთ ან რიგში ადგილი დაგითმოთ. სცადეთ სწორედ ის, რაზეც ფიქრობთ: „ამას ვერასოდეს გავაკეთებ!“
😂 🚀 დატოვეთ სახლი, გამოეწყვეთ, აირჩიეთ ახალი ადგილი, გაიცანით ადამიანები, ისაუბრეთ და დაანახეთ საკუთარი თავი სამყაროს. დღეს წარმატება შეიძლება სწორედ პარტნიორობის გზით მოვიდეს, ხოლო საჭირო ადამიანი იქ შეგხვდეთ, სადაც ამას საერთოდ არ ელით. სად მოხდება ეს? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა! ამიტომ დღეს იარეთ ახალ ადგილებში, გაიცანით ადამიანები და მაქსიმალურად გამოდით კომფორტის ზონიდან.
💰 იყავით მდიდრები, ბედნიერები და სიყვარულით განებივრებულები!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე საქართველოში - სად გამოიდარებს და სად იწვიმებს