22 ნოემბერი მძაფრი ინტუიციის დღე
ჩემო ძვირფასებო, დღეს შესანიშნავი დღეა! დღის ენერგიებია — 4 • 7 • 2.
დღეს მთვარის გავლენა განსაკუთრებით ძლიერი იქნება, ინტუიცია კი ძალიან გამძაფრდება! თუმცა, თუ ენერგიას სწორად არ მიმართავთ და ფიზიკურ აქტივობას არ დაამატებთ, შეიძლება მთელი დღე უსაქმურად გაატაროთ. ხოლო თუ ივარჯიშებთ, დისციპლინას შეინარჩუნებთ და მოძრაობით ენერგიას აიმაღლებთ, დღე წარმატებული გამოგივათ!
დილით რას ვაკეთებთ? ვიღვიძებთ და ცეკვას ვიწყებთ, iსაყვარელი სიმღერების თანხლებით წარმოსახვით თოკზე ვხტებით — 5–6 სიმღერის განმავლობაში, ერთწუთიანი შესვენებებით.
ეს კიდევ ყველაფერი არ არის! დღის განმავლობაში დამატებითი ფიზიკური აქტივობაც აუცილებელია: ვარჯიში, სეირნობა, ცეკვა — რაც გსურთ, მთავარია, იმოძრაოთ.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთარ ფიქრებს დააკვირდეთ. რასაც საკუთარ თავზე იფიქრებთ, დაწერთ ან იტყვით, სწორედ ის შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს. თუ იფიქრებთ, რომ თავი აგტკივდებათ — შესაძლოა, აგტკივდეთ კიდეც. ხოლო თუ იტყვით, რომ ღვთის საყვარელი შვილი ხართ და წარმატებასა და სიუხვეს იზიდავთ — სწორედ ამ განწყობას მიიზიდავთ!
დღეს შესაძლოა შფოთვა გაგიძლიერდეთ, თუმცა ვარჯიში მის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. ასევე კარგი დროა წყალთან დაკავშირებული პრაქტიკებისთვის. წყალს უთხარით ყველაფერი, რაც გსურთ: ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიყვარული, ფული და წარმატება — შემდეგ კი დალიეთ. ასე, ამ რწმენის მიხედვით, საკუთარ თავს იმ ენერგიით ავსებთ, რომლითაც წყალი დამუხტეთ.
აუცილებლად დაუთმეთ დრო შემოქმედებით საქმიანობას საყვარელ ადამიანებთან ერთად. შეგიძლიათ გამოაცხოთ რამე, დახატოთ ან ერთად ღობეც კი შეღებოთ. დღეს წყვილში და პარტნიორობაში მიზნების მიღწევა გაცილებით გაგიადვილდებათ!
კიდევ ერთხელ გეტყვით: დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ ფიქრებს აკონტროლოთ. საკუთარ თავზე მხოლოდ საუკეთესო იფიქრეთ და ისაუბრეთ.
იყავით ყველაზე ბედნიერები!
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: