Digest Logo

„მოაწერეთ ხელშეკრულებებს ხელი, დაქორწინდით და გადადით ახალ სახლში“ - დღის პროგნოზი მეტაფიზიკოსისგან

1760590959
მეტაფიზიკოსი

სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones დღის მეტაფიზიკური პროგნოზის შესახებ წერს.

იგი საზოგადოებას 16 ოქტომბრის შესახებ უზიარებს ინფორმაციას:

„ხუთშაბათი 16.10.2025

დღის ინდიკატორი - წარმატება.

საუკეთესო, პოზიტიური დღეა. ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს. ამ დღეებში დაწყებული საქმეების რეზულტატები მრავლდება, შესაბამისად მოაწერეთ ხელშეკრულებებს ხელი, დაქორწინდით, დაიწყეთ მკურნალობა, მშენებლობა, გადადით ახალ სახლში. იმოგზაურეთ დაუთმეთ ეს დღე პოზიტივს...

დღეს ხომ „ზეციური ბედნიერების“ ვარსკვლავია აქტიური, მას ძალუძს სხვა ნეგატიური ვარსკვლავების მოტანილი უარყოფითის გადაფარვა-გამოსწორება!

იაქტიურეთ, იყავით ბედნიერნი. მიწის სტიქიის ცხენის დღეა.

11:00-13:00
15:00-17:00

შედარებით რთულია ვირთხის წელს დაბადებულთათვის, მათ ვურჩევ გამოიჩინონ სიფრთხილე...

• დღის ენერგიებთან ჰარმონიაში ყოფნისათვის ატარეთ ყვითელი ფერი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.