Digest Logo

„მოემზადეთ, ეს იქნება შემოდგომის დაბნელებების კულმინაცია - ჩვენი მნიშვნელოვანი არჩევანის წერტილი“ - ასტროლოგის რეკომენდაცია

1757940186
მზის დაბნელება

იუმორი, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, ხელოვნება, პოზიტივი, ოპტიმიზმი - ეს ყველაფერი მიმდინარე კვირის დაძაბულობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, წინ რთული კვირა გველოდება, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირა, რადგან მზის დაბნელება, ანუ მზის და მთვარის შეერთება გველოდება. 

კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე  ვრცლად სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight - გვესაუბრება:

„გთავაზობთ მთელი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს 15-დან 21 სექტემბრის ჩათვლით.

ეს არის შემოდგომის მზისა და მთვარის დაბნელებათა დერეფნის ბოლო კვირა, რომელიც დასრულდება 21 სექტემბრის მზის დაბნელებით. ეს დაბნელება ძალიან ძლიერი იქნება. მას აქვს პოტენციალი, გახდეს ამ შემოდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. შეიძლება მოიტანოს რადიკალური, გლობალური ცვლილებები, შეიძლება გახდეს ნამდვილი რუბიკონი ბევრი ადამიანისთვის.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ერთადერთი მზის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში 18 წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, ის მოიცავს ზოდიაქოს ორ უმაღლეს ნიშანს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდებით მოწმენი ნამდვილად მასშტაბური პროცესების დაწყებისა, რომლებიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ჩვენს პირად ცხოვრებაზე, არამედ მსოფლიო წესრიგზე, გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესებზე. ყველაფერი, რაც გლობალურია, აისახება ჩვენს პირად ბედზეც.

როგორც ვიცით, 13 სექტემბერს მერკურმა გაიარა ე.წ. მზის მიერ „დაწვის“ ფაზა. ეს არის ასტროლოგიური მეტაფორა, როდესაც ჩვენი გონება გადის გამწმენდ ცეცხლს. ეს ნიშნავს, რომ ძველი აზრები, ეჭვები, შაბლონები თითქოს იწვება მერკურის „დაწვასთან“ ერთად, რაც ათავისუფლებს ადგილს ახალი იდეებისთვის. სწორედ ამ კვირის დასაწყისში დაიბადება ახალი ხედვა, მენტალური ფორმები, რომლებიც მომავალში გახდება ჩვენი გადაწყვეტილებების საფუძველი.

კვირის დასაწყისში, 16 სექტემბერს, იქმნება ზუსტი ასპექტი ვენერასა და მარსს შორის. ეს ასპექტი ძალიან ჰარმონიულია ურთიერთობების თემისთვის. მან შეიძლება მოგვანიჭოს ჰარმონია, დაგვეხმაროს საერთო ენის გამონახვაში, სითბოს შეგრძნებაში საყვარელ ადამიანებთან. კვირის დასაწყისი, ორშაბათი და სამშაბათი - ეს კარგი დროა პაემნებისთვის, ლამაზი ჟესტებისთვის, საჩუქრებისთვის…ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სილამაზესთან, სიყვარულთან, შემოქმედებასთან, ამ დღეებში უფრო კაშკაშა გახდება. ეს ძალიან კარგი ნიშანია ასეთი მნიშვნელოვანი კვირის დასაწყისში.

მაგრამ უკვე 17-18 სექტემბერს ჩვენ შევიგრძნობთ სხვა ტენდენციებს. გველოდება გარკვეული გამოცდა, რადგან მერკური, კომუნიკაციის პლანეტა, შევა სატურნთან ოპოზიციაში. ეს ყოველთვის გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მოლაპარაკებებთან და შეთანხმებებთან. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეებში რთული იქნება შეთანხმება. ყოველი ფრაზა შეიძლება ჩვენი ოპონენტების მიერ ზედმეტად მკაცრად იქნეს აღქმული. ამ დღეებში მნიშვნელოვანია, არ გავანადგუროთ ურთიერთობები, არ გავამწვავოთ კონფლიქტები, არამედ ვისწავლოთ მოთმინება და დიპლომატია.

18 სექტემბერს მერკური ტოვებს პრაქტიკულ ქალწულს და გადადის სასწორში, სადაც ის 6 ოქტომბრამდე დარჩება.

სასწორში მერკური გვიბიძგებს დიპლომატიური ბალანსისკენ, გვეხმარება შეთანხმებებში, მოლაპარაკებებში ამიტომ, 18 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე კარგი დროა შერიგებისთვის, გარკვეული ურთიერთობების შესაქმნელად. ეს ტრანზიტი გვეხმარება ერთმანეთის მოსმენაში, კომპრომისის პოვნაში, უფრო ჰარმონიული ურთიერთობების აგებაში, როგორც გლობალურ, ისე პირად დონეზე. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში დიპლომატიურობა უფრო მეტად იქნება დაფასებული, ვიდრე ზეწოლა. კომპრომისისა და დათმობის მზაობა მოგვიტანს მეტ სარგებელს, ვიდრე ჯიუტად საკუთარი პოზიციის დაცვა.

მერკურის ქალწულიდან სასწორში გადასვლის მეორე დღეს, 19 სექტემბერს, კიდევ ერთი ინგრესია გველოდება. ვენერა გადადის ქალწულის ნიშანში. ვენერა ქალწულში გვაიძულებს გავიხსენოთ თავმდაბლობა, პერფექციონიზმი, რაციონალურობა.

ამ ტრანზიტის პერიოდში სიყვარული საუკეთესოდ გამოიხატება მცირე სამსახურის გაწევით, დეტალებისადმი ყურადღებით, თანმიმდევრულობით. სწორედ ამ პერიოდში ძალიან ხელსაყრელია თქვენი ბიუჯეტის დაგეგმვა, ასევე ინვესტიციების საკითხებით დაკავება. ვენერა ქალწულის ნიშანში 13 ოქტომბრამდე დარჩება.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 20 სექტემბერს ქალწულში გადასული ვენერა ქმნის კვადრატს ურანთან.

ეს დაძაბული ასპექტია, რომელმაც შეიძლება მოულოდნელი რყევა გამოიწვიოს, მაგალითად, გამოიწვიოს უეცარი განხეთქილებები, კონფლიქტები, მოულოდნელი ცვლილებები პირად ცხოვრებაში ან ფინანსურ სფეროში.

გაითვალისწინეთ, რომ 19-20 სექტემბერი არ არის შესაფერისი დღეები დიდი შენაძენებისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისთვის, ურთიერთობებში სარისკო ნაბიჯებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის და მოქნილობის შენარჩუნება.

ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ მთელი კვირის განმავლობაში პიკზეა ლილიტისა და პროზერპინას შეერთება. ეს არის კარმული კავშირი, რომელიც გვაჩვენებს ჩვენს ჩრდილებს.

შეიძლება, ზედაპირზე ამოვიდეს ჩვენი უარყოფითი კარმული პროგრამები. გარდა ამისა, ეს კავშირი მჭიდროდ უკავშირდება კარმულ ღერძს, რაც ნიშნავს, რომ ამ კვირაში მომხდარ მოვლენებს, აუცილებლად ექნება გაგრძელება.

დაძაბული ფაქტორი: ყალიბდება დაძაბული ასპექტი - მარსი/პლუტონის კვადრატი. ასპექტი ზუსტი გახდება 24 სექტემბერს, მაგრამ მის გავლენას უკვე ამ კვირის მეორე ნახევარში ვიგრძნობთ. ეს არის დაძაბული ფონი, შესაძლო აგრესია, სოციალური კონფლიქტები, არეულობა. პირად დონეზე ამ ასპექტის გავლენით იზრდება კონფლიქტების, ტრავმების, ზეწოლის რისკი.

ამიტომ, მეგობრებო, სიფრთხილე, თვითკონტროლი, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში, დაბნელების დღეს, ჩვენი მთავარი მოკავშირეებია. თვალი ადევნეთ, რომ ამ კვირაში ემოციური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, განსაკუთრებით 19 სექტემბრიდან. ურთიერთობებში მნიშვნელოვანია მოთმინების გამოვლენა, რადგან ყველაფერი სტაბილური არ იქნება. კვირის მეორე ნახევარში იწყება დიდი ტურბულენტობა. გვახსოვდეს, რომ დიპლომატია, კომპრომისი მოგვიტანს მეტ სარგებელს, ვიდრე სიმკაცრე და პრინციპულობა.

ასე, რომ, მოემზადეთ მზის დაბნელებისთვის.

ეს იქნება შემოდგომის დაბნელებების კულმინაცია - ჩვენი მნიშვნელოვანი არჩევანის წერტილი.

21 სექტემბრის მზის დაბნელების შესახებ დეტალურ პოსტსაც შემოგთავაზებთ. გისურვებთ ჰარმონიულ კვირას. დაე, მუდამ გქონდეთ სინათლე და სიყვარული“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ ადამიანი იწყებს ფორტუნას ენერგიაზე მუშაობას, მისი გავლენა გააქტიურდება და პოზიტიურ შანსებს მოგვცემს“ - რას წერს ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე

„მივდივართ პროდუქტების საყიდლად“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი, რომელსაც ჩაცმის გამო ხშირად აკრიტიკებენ

„გილოცავ დედა სწავლის დაწყებას, წარმატებული და ბედნიერი მომავალი გქონდეს“ - სოფო ბედია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს