
ასტროლოგიაში ფორტუნას პარსი (Part of Fortune / Pars Fortunae) არის განსაკუთრებული წერტილი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ბედნიერებას, წარმატებასა და იმ სფეროს, სადაც ადამიანს შეუძლია ყველაზე ბუნებრივად და ჰარმონიულად მიიღოს სიხარული და კეთილდღეობა.
ეს წერტილი ეხმარება ადამიანებს, აღმოაჩინონ, სად იგრძნობენ ნამდვილ კმაყოფილებას და შინაგან სრულყოფას.
ითვლება, რომ ფორტუნას პარსი აჩვენებს იმ მიმართულებას, სადაც ნაკლები ძალისხმევით მიიღწევა სიხარული და სიმშვიდე.
ამ თემაზე უფრო ვრცლად ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ფორტუნას პარსი:
ფორტუნა ფიქციური წერტილია და გვიჩვენებს სად შეიძლება გვქონდეს იღბალი, რა მეთოდებით მოვიზიდავთ წარმატებას და რა სფეროებში გაგვიმართლებს.
სხვა ფიქციურ წერტილებთან შედარებით ფორტუნა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან გამოითვლება მზით, მთვარითა და ასცენდენტით, Asc+მთვარე-მზე. ფორტუნას პარსის გავლენას ადამიანი პიროვნულ დონეზე ხშირად ვერ გრძნობს, რადგან ფიქციური წერტილია და არ აქვს ისეთი გავლენა როგორც პლანეტებს, თუმცა თუ ადამიანი იწყებს ფორტუნას ენერგიაზე მუშაობას, მისი გავლენა გააქტიურდება და პოზიტიურ შანსებს მოგვცემს.
მაგალითად ფორტუნა თევზებში, წარმატება მოდის როდესაც ადამიანი დაინტერესდება სულიერი სამყაროთი, მედიტაციით და ქველმოქმედებით. თუმცა გააჩნია ფორტუნას სახლსაც, თუ ფორტუნა თევზებში და მე-4 სახლშია ადამიანი უნდა დაეხმაროს ოჯახს და იზრუნოს მათ ზრდაზე და სულიერ განვითარებაზე, თუ ფორტუნა თევზებში და მე-3 სახლშია ადამიანი უნდა დაინტერესდეს ისეთი ინფორმაციებით რაც ეზოტერიკას, რელიგიას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას და დაფარულ ინფორმაციას ეხება. თუ ფორტუნა კუროშია ადამიანმა უნდა ისწავლოს მატერიალურ საკითხებთან სწორი მიდგომა, იყოს მშვიდი, სტაბილური და შეხება ჰქონდეს ბუნებასთან. ფორტუნა ქალწულში გვთხოვს წესრიგს, ორგანიზებულობას და დეტალებზე კონცენტრაციას….
თუ ისეთ ნიშანში ან სტიქიაში გვყავს ფორტუნა რაც ნატალურ რუკაში გამოკვეთილია ადამიანს უფრო უმარტივდება ფორტუნას ენერგიებში ყოფნა, თუ ფორტუნა ისეთ ნიშანშია რაც არ გვაქვს გამოკვეთილი მაგალითად სტელიუმია ვერძში და გამოკვეთილია მშვილდოსანი, ფორტუნა კი კუროშია, ამ დროს ადამიანს უფრო გაუჭირდება ფორტუნას ამუშავება.
ფორტუნა უფრო მეტად გავლენიანი ხდება როცა ფიზიკური სხეული ეძლევა, ანუ როცა შეერთებულია პლანეტებთან (ორბისი 5 °) ფორტუნასთან შეერთებული პლანეტის თემებში უფრო მეტი შანსი გვეძლევა წარმატების, მით უმეტეს თუ მზე ძლიერად დაზიანებული არაა სხვა პლანეტებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა ადამიანი სწორი თემებით იყოს დაკავებული. მაგალითად მინახავს ადამიანი რომელსაც მზისა და ფორტუნას შეერთება ჰქონდა ქალწულში და მე-9 სახლში და საკმაოდ წარმატებული ექიმი იყო უცხოეთში. ასევე სატურნისა და ფორტუნას შეერთება მერწყულში მე-10 სახლში და ადამიანი წარმატებული იყო მეცნიერების დარგში.
სადაა შენი ფორტუნა და როგორ მუშაობს?“, - წერს აკაკი გოგოლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სასწრაფო დახმარების ექიმი გიორგი აბაშიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა