Digest Logo

„მოერიდე შურისძიებას, კამათისა და ემოციური აფეთქებების ენერგიას...“ - რეკომენდაციები 23 ოქტომბრისთვის თაკო მელიქიშვილისგან

1761205683
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 23 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„23 ოქტომბერი — წარმატების, სიყვარულისა და კომფორტის დღე.

დღევანდელი საერთო ენერგია იმართება ციფრი 6-ისა და პლანეტა ვენერას გავლენით.

პოზიტიური ენერგია

✅ სიყვარულისა და ბედნიერების ვიბრაციები დღეს განსაკუთრებით ძლიერია — თუ შენ იქნები ჰარმონიაში და გულით იმოქმედებ.
✅ სიყვარულით — იფიქრე, იმუშავე და რათა მიიღო გადაწყვეტილებები გულიდან. 
✅ შესანიშნავი დღეა ხელშეკრულებების, დიდი შესყიდვებისა და ქორწინებისთვის.  
✅ დაიწყე ახალი პროექტები, დაამატე სივრცეს სილამაზე.  
✅ ხელსაყრელი დროა შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, შემოქმედებისა და სილამაზის სფეროებისთვის.
✅ იდეალური დღეა სპა-სალონების, სილამაზის ცენტრების, რესტორნებისა და ელეგანტური ადგილების მოსანახულებლად.  

ნეგატიური გამოვლინება

❌ შესაძლებელია ზარმაცობისა და ზედმეტი კომფორტის სურვილი.
❌ მოერიდე შურისძიებას, კამათისა და ემოციური აფეთქებების ენერგიას.
❌ აკონტროლე ემოციები და ზომიერება ყველაფერში, რათა არ გამწვავდეს ქრონიკული პრობლემები.

დღეს განსაკუთრებულად წარმატებულია:

• ცნობიერების რიცხვი 3 — ვინც დაბადებულია 3, 12, 21, 30 რიცხვებში, მათთვის იღბლიანი ფერია ყვითელი.  
• ცნობიერების რიცხვი 4 — ვინც დაბადებულია 4, 13, 22, 31 რიცხვებში, მათთვის სასურველი ფერებია მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ 148 042 აშშ დოლარს“ - დაკავებულია 2 პირი

⭕ კუს ტბის საბაგირო გზა 23 ოქტომბერს 18:00 საათზე დაიხურება

⭕„გემოვნებიანი ლუქით ხარ წარმოდგენილი...“ - თაკო ჩხეიძის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს