დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური თევზების, მთვარე კი, პრაგმატული და შეუპოვარი თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
მოერიდეთ ჭორაობას და უშინაარსო საუბარს, უმჯობესია მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ სხვათა აზრი.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და თხოვნით მიმართვისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობების შეძენა. ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად, ექიმის კონსულტაციის მისაღებად და კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ. დროებით თავი შეიკავეთ თხილის, ციტრუსის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს, მუხლებს და კბილებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ნაცრისფერი და ყავისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ლომს და სასწორს
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„რა გვიომია 2008 წელს?! ჩვენ ვყოფილვართ ხალხი“ - ნიკა გვარამია