Digest Logo

„მოერიდეთ: გართობას, ალკოჰოლს, ჭარბ კვებას...“ - 24 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან

1769251681
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 24 იანვრის რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„24 იანვარი — შრომისა და მატერიალიზაციის დღე

დღეს საერთო ენერგია გადის რიცხვი 8-ის გავლენით

ეს არის შედეგის, ფულის, სტატუსისა და დამსახურებული ჯილდოს ენერგია.

რას გირჩევს დღე:

  • იშრომე გულწრფელად დღე მატერიალური წარმატებისთვისაა
  • გააკეთე ფინანსური მოქმედებები: გადახდები, ყიდვა, გაყიდვა
  • ისწავლე, განავითარე უნარები, აამაღლე ხარისხი
  • კონცენტრირდი შედეგზე და არა ემოციებზე

რას სჯობს მოერიდო:

  • გართობას, ალკოჰოლს, ჭარბ კვებას — დაიცავი რეჟიმი და ზომიერება
  • საკრედიტო და იპოთეკური ხელშეკრულებების ხელმოწერას
  • იზოლაციაში ჩაკეტვას და პოზიციას „ყველაფერს მარტო გავაკეთებ“
  • გადაჭარბებულ კონტროლსა და ადამიანებისადმი უნდობლობას

დღეს შაბათია სატურნის დღე,

და ის განსაკუთრებით წარმატებულია მათთვის, ვინც დაბადებულია
8, 17 და 26 რიცხვში.

თქვენი ძალის ფერები: ლურჯი და ცისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჩინური ახალი წლის მთავარი იღბლიანი და არახელსაყრელი დღეები

⭕„შენს აღსარებას აზრი არ აქვს, თუ სახარებას არ კითხულობ...“ - თეოდორე გიგნაძე

🎥 „იუთუბმა“ ყველა ვიდეო წაგვიშალა სამის გარდა“ - ცნობილი ქართველი „იუთუბერები“ ვიდეომიმართვას ავრცელებენ