ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 29 იანვრის რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„29 იანვარი მისტიკის, კრეატივისა და პოზიტივის დღე, დღეს საერთო დღე იმყოფება ციფრი 4-ის ენერგიის ქვეშ.
შენი შინაგანი განწყობა დღეს ხდება სიურპრიზებისა და საჩუქრების მაგნიტი
რას გირჩევს დღე:
იფიქრე კრეატიულად, გამოხატე თავი შემოქმედებითად
შეინარჩუნე პოზიტიური განწყობა — მედიტაციები, აფირმაციები, ნეიროპრაქტიკები განსაკუთრებით ეფექტურია
ფულთან მიმართებაში იყავი რაციონალური და მომჭირნე
დასახე მიზნები — დღე ხელს უწყობს დაგეგმვას
რას უნდა მოერიდო:
სევდასა და ნეგატიურ ფიქრებს
კრიტიკას, განსჯასა და ჭორებს — ყურადღება მიაქციე სიტყვებს
დოკუმენტების ხელმოწერასა და სერიოზულ გადაწყვეტილებებს მათ შეიძლება ენერგეტიკულად არ იმუშაონ
ასევე დღეს ხუთშაბათია და განსაკუთრებით წარმატებულია მათთვის, ვინც დაიბადა:
• 3, 12, 21, 30 რიცხვებში — შენი ფერია ყვითელი
• 4, 13, 22, 31 რიცხვებში — შენი ფერებია მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დღეს ნებისმიერ დაწყებულ საქმეს აქვს პოტენციალი, გახდეს გრანდიოზული“ - 29 იანვრის კოსმოსური ამბები
⭕ჟასმინის ფორმა და ზღაპრული ტორტი - როგორ აღნიშნა ანნა სულაბერიძემ 6 წლის იუბილე