კარგი დღეა ცვლილებებისა და განახლებისთვის. არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რომლის შესრულება დღესაც შეგიძლიათ. მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს ეჭვიანობა და პარტნიორით უკმაყოფილება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. არ ღირს ფიზიკურად და ემოციურად გადაღლა. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და სისხლძარღვოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ: