Digest Logo

„მოერიდეთ წუწუნს და ნეგატიურ განწყობას“ - 10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1781067793
Astrologia.ge

10 ივნისი - იღბლის, ნაკადის და ზეციური კურთხევების დღე.

დღევანდელი დღე სავსეა განსაკუთრებული ენერგიით. იხსნება შესაძლებლობების, სასიამოვნო დამთხვევებისა და მოულოდნელი წარმატების კარიბჭე. თუმცა ეს არ არის მხოლოდ იღბალი - ეს არის უნარი, იყო საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში.

დღეს განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვინც უსმენს საკუთარ ინტუიციას, ენდობა ცხოვრების პროცესს და მიჰყვება გულის ხმას. სწორედ ასეთი ადამიანები შეძლებენ დაინახონ ის შესაძლებლობები, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩება.

დღეს შეუძლებელი შეიძლება შესაძლებელი გახდეს, ხოლო რეალობამ მოლოდინებს გადააჭარბოს. ამიტომ მნიშვნელოვანია იფიქროთ კარგზე, შეინარჩუნოთ რწმენა და გახსნილი იყოთ სასიკეთო ცვლილებების მიმართ. თქვენი ფიქრები დღეს განსაკუთრებით ძლიერად იზიდავს შესაბამის მოვლენებს.

დღეს სასარგებლოა:

მოუსმინოთ საკუთარ შინაგან ხმას;

ყურადღება მიაქციოთ ნიშნებსა და მინიშნებებს;

ენდოთ სამყაროს და გაუშვათ ზედმეტი კონტროლი;

მადლიერებით მიიღოთ ყველაფერი, რაც მოდის;

გაუზიაროთ სხვებს სიხარული და კეთილი ენერგია;

მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან.

მოერიდეთ:

წუწუნსა და ნეგატიურ განწყობას;

საკუთარ თავში ეჭვის შეტანას;

ყველაფრის კონტროლის სურვილს;

საკუთარი მიღწევების გაუფასურებას;

სხვის წარმატებასთან შედარებას.

ანგელოზების გზავნილი ამ დღისთვის:

„შენ მარტო არ ხარ. დახმარება ყოველთვის შენს გვერდითაა.“

„შენი სული სწორ გზას გიჩვენებს, მოუსმინე მას.“

„სიხარული გიხსნის კარს ახალი შესაძლებლობებისკენ.“

„ენდე ცხოვრებას - ყველაფერი შენს სასიკეთოდ ეწყობა.“
დაე, ეს დღე სავსე იყოს სინათლით, მხარდაჭერითა და სასიამოვნო სასწაულებით. დაე, შენმა გულმა მიგიყვანოს იქ, სადაც შენი იღბალი ცხოვრობს.

როცა სამყაროს ენდობი - მოვლენებიც შენს სასარგებლოდ იწყებენ მოძრაობას...“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა არის სასიკეთო და რისგან უნდა შეიკავოთ თავი 10 ივნისს - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ ვენერა ლომის ნიშანში: რას მოგვიტანს სილამაზისა და ფინანსების პლანეტის ახალი ინგრესია? - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი