„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრების ბატონ პატრონი ვართ ჩვენ. დღეს არის სავსემთვარეობა თხის რქაში, და ეს განსაკუთრებით იმოქმედებს თხის რქაზე, ვერძზე, სასწორზე და კირჩხიბზე, თქვენ ცხოვრებაში მიმდინარე 2 კვირაში ბევრი რამის გადაფასება მოხდება“, - ამის შესახებ ასტროლოგი სოფიო ბზეკალავა საუბრობს.
გთავაზობთ ივნისის ბოლო კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის 👇
♈ ვერძი
მიდის გარკვევა ყველა იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება თქვენ სტატუსს, პროფესიონალურ საქმიანობას და აღიარებას. თუ კი წლის დასაწყისში გქონდეთ გაუგებრობა და უკავშირდებოდა ღირსებას, იმიჯს და შეგელეახათ თავმოყვარეობა და შიშის გამო არ გააჟღერეთ და არ დაარქვით სახელი, სწორედ ახლა გეძლევათ ამის შესაძლებლობა და დღევანდელი სავსემთვარეობა ყველაფერს მოფენს ნათელს.
♉ კურო
დღევანდელი სავსემთავრეობა დახურავს ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდებოდა უცხოეთს, საბუთებს, ასევე გაქვთ შანსი, თუ რამე გადაცდომა გქონდათ გამოასწოროთ. თუ ურთიერთობაც მალავთ, არის შანსი რომ ნათელი მოეფინოს ამ ურთიერთობას.
♊ ტყუპები
თქვენ ცხოვრებაში დღევანდელი სავსემთვარეობა მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული უნდა იყოს. თუ დიდხანს გინდათ უძრავი ქონების შეძენა და გაქვთ შიში, უმჯობესია გადააბიჯოთ თქვენ შიშს და შეიძინოთ ბინა. გექნებათ შიში და კითხვები, მაგრამ აუცილებლად შეძლებთ ვალდებულების გადახდას. იოცნებეთ დიდ რაღაცაზე, მაგრამ იცოდეთ რომ შრომა აუცილებელია.
♋ კირჩხიბი
მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში. დაფიქრდით რა, ან ვინ გაგრძნობინებთ თავს უსუსურად და იაზროვნეთ პრიორიტეტიდან გამომდინარე. გათიშეთ ემოცია, რათა შეძლოთ სწორი დასკვნების გამოტანა.
♌ ლომი
მნიშვნელოვანი საკითხები იქნება დაკავშირებული თქვენს ჯანმრთელობასთან, ამ პერიოდში შესაძლოა მოგიწიოთ ჩამოშორდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც პარაზიტებივით არიან თქვენ ცხოვრებაში.
♍ ქალწული
მოგიწვეთ თვალი გაუსწოროთ თქვენს შემოქმედებით ნიჭს, ასევე პირად და პარტნიორულ ურთიერთობებს. იქნება გამოწვევები და მოგიწევთ იშრომოთ ბევრი და დაამტკიცოთ, რომ იმსახურებთ პატივისცემას.
♎ სასწორი
წინა პლანზე წამოიწევს ოჯახის და ქონების საკითხები. შესაძლოა მოგიწიოთ ძალების მოკრება და უთხართ საკუთარ თავს, რომ დიდი ხართ და შეგიძლიათ მარტოც გაუწიოთ საუკუთარ თავს დახმარება. რთული ნაბიჯები გელოდებათ წინ, მაგრამ თუ კი ამ შიშს გაადაბიჯებთ დაინახავთ, რომ საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას შეხვდებით.
♏ მორიელი
მოგიწევთ საუბარი ადამიანებთან, ვისთანაც საუბარი აქამდე სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეგეძლოთ. უნდა მოძებნოთ საკუთარ თავში სიმამაცე და გადადგათ ნაბიჯები, ერთხელ თუ არ გამოგივიდათ უნდა სცადოთ ბევრჯერ, გახსოვდეთ, რომ ეს აუცილებლად დაფასდება.
♐ მშვილდოსანი
დღევანდელი სავსემთვარეობა გადის თქვენ ეგოზე, ვიღაცები შესაძლოა თქვენ ურთიერთობაში გაუფასურდეს, ან პირიქით. ასევე შესაძლოა დასრულდეს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც უკავშირდებოდა ფინანსებს და ვალდებულებას.
♑ თხის რქა
სავსემთვარეობას აიღქვამენ ემოციურად, რაც ნიშნავს იმას რომ ემოციურად იზრდებიან. მთავარი პრობლემა იქნება თქვენი, ის რომ ცდილობთ ზედმეტად გააკეთოთ რაღაც, და დაფიქრდეთ როგორ გინდათ რომ გხედავენ ადამიანები.
♒ მერწყული
თქვენ შემთხვევაში 6 ივლისამდე ქვეცნობიერში მიდის მნიშვნელოვანი პროცესები, შესაძლოა მიხვდეთ, რომ ბევრი რაღაცისგან განთავისუფლდით, როგორიც არის მავნე ჩვევა და ტოქსიკური ურთიერთობა. მთავარი არის შიშების გადალახვა.
♓ თევზები
ბევრი საკითხი გადის, მეგობრებთან, გუნდათ, კოლექტივთან. ხართ ყველაზე რთული დილემის წინაშე, გექნებათ შიშები გადასალახი. მოგიწვეთ გაარჩიოთ ერთმანეთისგან ხომ არ ცხოვრობთ იმისთვის, რომ იმუშაოთ. უმჯობესია იმუშაოთ იმისთვისთვის, რომ იცხოვროთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: