ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და იმ მნიშვნელოვან მოვლენებს პროგნოზირებს, რომელიც, მისი თქმით, 20 მარტამდე მსოფლიოს გარკვეულ ქვეყნებში განვითარდება.
მისი თქმით, 10 მარტიდან 20 მარტამდე პერიოდი რუსეთ-უკრაინის ომში შეიძლება ყველაზე მძიმე გამოდგეს.
„კიდევ ერთხელ ვდებ ნაწყვეტს 20 თებერვალს დაწერილი ჩემი პროგნოზიდან.
ღმერთით, ჩვენთან მეტ-ნაკლებად მშვიდობით განვითარდა ყველაფერი.
ახლა მზერა ირანს მიაპყარით. უახლოესი 10, მაქსიმუმ 14 დღე. ის დანის პირზე გაივლის.
„3 მარტიდან დაძაბულობის ხარისხი ისევ მოიმატებს და ეს თითქმის მთელი მარტის განმავლობაში გაგრძელდება.
ამის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი იქნება გაზაფხულის ბუნიაობამდე.
ამას განაპირობებს მარსის ნეგატიური (კვადრატული) ასპექტები მზესთან და ნეპტუნთან.
ეს გაზრდის აგრესიის დონეს.
ამის პიკი იქნება 10-20 მარტის შუალედი.
ამ პერიოდში მოსალოდნელია გაჩნდეს შეიარაღებული შეტაკებების ახალი კერა (განსაკუთრებით ისრაელ-ირანს შორის). მოიმატებს ტერაქტების, „წერტილოვანი დარტყმების“ და ასევე ტექნიკური ავარიების ალბათობაც.
რუსეთ-უკრაინის ომში ეს პერიოდი მოსალოდნელია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოდგეს ბოლო 1,5-2 თვის განმავლობაში“,- წერს გიგაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ თავს, როდესაც სიტუაცია დაძაბულია“ - ლალი მოროშკინა
🔵„პასუხი საკუთარ თავს უნდა მოვთხოვთ - ყველგან და ყოველთვის“ - გიორგი კეკელიძე