Digest Logo

„მომდევნო 9 თვე მე შენი გამოცდა ვიქნები, მე აქ იმისთვის ვარ, რომ დაგამარცხო შენივე იდეალიზმით და დაგაბრუნო მიწაზა“ - ასტროლოგი ლილიტის მშვილდოსანში გადასვლაზე

1766298544
დავით ნიბლაძე,

ლილიტი მორიელის ნიშნიდან, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანი გადავიდა, სადაც 9 თვის განმავლობაში იქნება. 

აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი დავით ნიბლაძე პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. 

„დღეიდან ლილიტი მშვილდოსანშია და მას შენთვის წერილი აქვს 

„უკვე 9 თვეა შენთვის არ მომიწერია, რადგან მორიელის ღრმა, ბნელ ლაბირინთებში შენი ყველაზე მძიმე შიშებით გკვებავდი. მაგრამ დღეს წყლის ბნელი სიღრმეებიდან ამოვდივარ, ნესტიან სამოსს ნაპირზე ვტოვებ და მშვილდოსნის მწველ ცეცხლად ვიქცევი. დღეიდან ის ხმა ვარ, რომელიც ხშირად გეტყვის, რომ სადღაც შორს, ჰორიზონტს მიღმა, შენი ნამდვილი ცხოვრება გელოდება, აქ კი ყველაფერი ყალბია.

ნუ ელი ჩემგან აკრძალულ ხილს. მე მოგცემ რაღაც ბევრად უფრო სახიფათოს: სრული, აბსოლუტური სიმართლის განცდას. მე დაგაჯერებ, რომ შენ იპოვე დიდი მისია და ყველა, ვინც შენს გზას არ იზიარებს, უბრალოდ უვიცია. მე გაჩუქებ ფანატიზმის ტკბილ გემოს, სადაც შენი რწმენა ერთადერთი კანონია და შენი სულიერი ეგო - შენი ახალი ღმერთი.

მე დაგიხატავ თავისუფლების ილუზიას. ჩაგჩურჩულებ, რომ გაქცევა ერთადერთი ხსნაა. წადი! - გეტყვი მე - ეს რუტინა, ეს ადამიანები, ეს პასუხისმგებლობები შენი ციხეა! მე გაიძულებ ირბინო, ქვეყნები და იდეოლოგიები იცვალო, ოღონდ არასდროს ჩაიხედო საკუთარ თავში, სადაც ღრმა, მწველი სიცარიელე გელოდება. მე გაგაქცევ რეალობიდან, რათა შენი შინაგანი უდაბნო ვერ დაინახო.

მე აგიგიზგიზებ „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპს. შენი იდეები გახდება დოგმები, შენი განსხვავებული აზრი - ღალატი. მე გაჩვენებ, როგორ შეიძლება სიბრძნე ინტელექტუალურ ქედმაღლობად აქციო და სხვებს განუსაჯო ის ცოდვები, რომლებსაც საკუთარ ჩრდილში სიამაყით მალავ.

როგორ გადარჩე? უბრალოდ გაჩერდი. როცა იგრძნობ, რომ გააფთრებით იცავ სიმართლეს - ეს მე ვარ. როცა ვინმეს შენს მხსნელად აქცევ - ეს მე ვარ. როცა გაქცევა თავისუფლებად მოგეჩვენება - ესეც მე ვარ.
მომდევნო 9 თვე მე შენი გამოცდა ვიქნები. მე აქ იმისთვის ვარ, რომ დაგამარცხო შენივე იდეალიზმით და დაგაბრუნო მიწაზე. მე გასწავლი, რომ ერთადერთი ავტორიტეტი შენშია და არა სადღაც შორს, ნისლსა და გაურკვევლობაში.

ვნახოთ, რამდენად მყარი იქნება შენი ხერხემალი, როცა შენს ყველაზე ლამაზ ილუზიას წაგართმევ.
რწმენით და ოპტიმიზმით,
ლილიტი", - წერს ასტროლოგი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აკონტროლეთ ემოციები და შეინარჩუნეთ სიმშვიდე“ - 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„წინ გვაქვს ძალიან საინტერესო პერიოდი, გაიყინება დრო...“ - რა რეკომენდაციებს გასცემს მიხეილ ცაგარელი ზამთრის მზებუდობაზე