21 დეკემბერი განსაკუთრებული ენერგეტიკული დღეა - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის თქმით, ზამთრის მზებუდობის დროს იხსნება ენერგეტიკული პორტალი, რაც ლოცვისა და სურვილების ჩაფიქრების საუკეთესო პერიოდად ითვლება.
21 რიცხვში მზე მშვილდოსანს დატოვებს და თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. აღნიშნულ საკითხზე მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტს“ ესაუბრა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიზიარა:
„წინ გვაქვს ძალიან საინტერესო პერიოდი, 21 რიცხვი. გვაქვს მზებუდობა ზამთრის, მზე ტოვებს მშვილდოსანს და გადადის ერთი თვით თხის რქაში, ამ დროს მზე ყველაზე დაბალ წერტილშია. მან გაიარა 12 ზოდიაქოს ნიშანი, მოხვდა ნულოვან წერტილში.
რას აკეთებდნენ საქართველოში ამ დროს და რა მნიშვნელობა ჰქონდა? ეს არის ფაქტობრივად დასრულება ძველი წლის, მზემ გაიარა 12 ზოდიაქოს ნიშანი, დაასრულა თავისი მოღვაწეობა და გაჩერდა. 21-დან 25-მდე მზე ამოდის და ჩადის ერთი და იგივე დროს, სხვა პერიოდში სხვადასხვა დროა. აქ კი გვაქვს ზუსტად ერთი და იგივე დრო, ანუ რა ხდება? გაიყინა დრო. ძველმა დრომ დაასრულა თავისი ეპოპეა, უნდა დაიბადოს ახალი და დაიწყოს ახალი ციკლი, ერთწლიანი ადამიანთა განვითარებაში.
ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ ბუნების კანონებით და ისინი 21 დეკემბერს აცილებდნენ ძველ წელიწადს. ამას ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა, აიღებდნენ ზანზალაკს, გადაადებდნენ ზემოდან, რომ ხმა ყოფილიყო დახშული. საათის ისრის საწინააღმდეგოდ დაივლიდნენ ოთახს, სახლს, კარ-მიდამოს, მადლობას უხდიდნენ წინა წელს ყველაფრისთვის. ეს იყო აუცილებელი რიტუალი.
რატომ არის 25 რიცხვი საკრალური? ნუმეროლოგიით არის 2+5=7. თუ ვინმე დიდებული დაიბადა სამყაროში, სულიერი ოსტატები, იესო ქრისტესგან დაწყებული ზარატუსტრათი დამთავრებული, ყველა იყო 25 რიცხვში დაბადებული.
აქ იწყება ახალი, ერთ წლიანი განვითარების ციკლი მზის და ზუსტად 25 რიცხვში ამ ზანზალაკს მოაშორებდნენ ჩვარს, უკვე წკრიალა ხმით, საათის ისრის მიმართულებით დაივლიდნენ კარ-მიდამოს და ლოცავდნენ ყველას, ოჯახს, ქვეყანას და ულოცავდნენ ერთმანეთს ახალ წელს. ეს რიტუალები თუ აღდგება არ იქნება ცუდი.
ძველ წელიწადსაც, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც მადლობა უნდა გადაუხადოთ. ზოგისთვის შეიძლება ძალიან რთული იყო, მაგრამ რაც წასაღებია უნდა წაიღოს წელმა. სამყარომ ჩვენზე უკეთ იცის, რა ჯობია, ვისთვის როგორ. თუ წელი ტკივილს გაყენებს, ესე იგი რაღაცით დაიმსახურე და ამის გასტუმრება ხდება უარყოფითი კარმის ენერგიის გასტუმრება. ყველაფერი დავუტოვოთ წარსულს, რაც ცუდი იყო“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტთან“.

ასევე დაგაინტერესებთ: