Digest Logo

„მოსალოდნელია ემოციურად დატვირთული საუბრები...“ - 15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1794724015
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

15 ნოემბერი - სიტყვის მაგიის დღე.

დღევანდელი დღის ასტროლოგიური მოვლენები ცვლილებებისკენ არის მიმართული. ინტენსიური კვირის შემდეგ თანდათან ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა ჩნდება. მერკურმა და ვენერამ რეტროგრადული მოძრაობა დაასრულეს, თუმცა ორივე პლანეტა ჯერ კიდევ შემობრუნების წერტილებთან იმყოფება, ამიტომ პროცესების სტაბილიზაციას გარკვეული დრო დასჭირდება.

დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება. მთვარე თხის რქის ნიშანში, უკურსოდ იმოძრავებს, რაც ხელსაყრელი არ არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, ახალი წამოწყებებისა თუ რთული საკითხების გადასაჭრელად. უმჯობესია, ეს პერიოდი დასვენებას, ყოველდღიურ საქმეებსა და დაწყებულის დასრულებას დავუთმოთ.

შუადღის შემდეგ მთვარე მერწყულში გადავა და პლუტონთან შეერთებას შექმნის. ეს ასპექტი აძლიერებს ცვლილებების, თავისუფლებისა და არსებული რეალობის გარდაქმნის მოთხოვნილებას. ამასთან, მთვარე ააქტიურებს პლუტონის, ურანისა და ნეპტუნის ბისექსტილს - უმარლესი პლანეტების მნიშვნელოვან კონფიგურაციას, რომელიც ეპოქალური ტრანსფორმაციის პროცესებს უკავშირდება.

პირად დონეზე ეს შეიძლება მოულოდნელი გაცნობიერებით, ახალი იდეით ან გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავლის აღმოჩენით გამოვლინდეს. გლობალურ დონეზე კი ყურადღების ცენტრში შეიძლება მოექცეს ტექნოლოგიური გარღვევები, სამეცნიერო მიღწევები და საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური სისტემების გარდაქმნის პროცესები.

თუმცა მთვარისა და პლუტონის შეერთება დაძაბულ ასპექტს წარმოქმნის მორიელში მყოფ მერკურთან, ამიტომ მოსალოდნელია ემოციურად დატვირთული საუბრები, მოულოდნელი ინფორმაცია და ისეთი მოვლენები, რომლებიც ჩვენს შეხედულებებსა და აღქმას არსებითად შეცვლის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ აზრებსა და სიტყვებს, რადგან ამ ასპექტის გავლენით მათი ემოციური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება შესაძლოა გაძლიერდეს.
შუადღის შემდეგ მეშვიდე მთვარის დღე დაიწყება.

ტრადიციულ მთვარის კალენდარში ეს დღე სიტყვასთან, მის ენერგეტიკულ ძალასა და რეალობის ფორმირების უნართან ასოცირდება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რას ვფიქრობთ, რას ვამბობთ და რა განზრახვას ვდებთ საკუთარ სიტყვებში. ეს კარგი პერიოდია შინაგანი მოწოდების გაცნობიერებისთვის, სულიერი პრაქტიკებისთვის, მასწავლებლებთან და მენტორებთან ურთიერთობისთვის, ასევე იმ შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენების გასაახლებალად, რომლებიც პიროვნულ განვითარებას აფერხებს.

15 ნოემბრის მთავარი თემაა შინაგანი განზრახვისა და მომავლის მიმართულების განსაზღვრა. მთვარისა და პლუტონის შეერთება, უმაღლესი პლანეტების კონფიგურაციის გააქტიურება და მეშვიდე მთვარის დღის სიმბოლიკა გვახსენებს, რომ სიტყვა მხოლოდ აზრის გამოხატვის საშუალება არ არის - ის ჩვენი შინაგანი მდგომარეობის, არჩევანისა და განზრახვის მატარებელიცაა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ნოემბერს საქართველოში

⭕„იყიდეთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ...“ - 15 ნოემბრის ენერგიები

⭕„პირადი ცხოვრების შეცვლა, ფინანსური ვალდებულებების გადახედვა და კარიერული არჩევანი“ - როგორი იქნება 2027 წელი ქალწულისთვის

✕