
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში 11 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:
ვერძი
დღეს მოგინდებათ დიდი შენაძენის გაკეთება, შეიძლება ის ნივთი იყიდოთ, რომელსაც დიდი ხანია ნატრობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ჯერ კარგად დაფიქრდეთ, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ეს. მოსალოდნელია გაუგებრობები და უთანხმოება ოჯახთან ან მეგობრებთან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნაკლები ილაპარაკეთ.
კურო
თქვენზე ახლა ბევრი ვალდებულება მოდის, ხშირად გიწევთ კომპრომისებზე წასვლა და გარემოცვასთან შეგუება. არ დატოვოთ დაწყებული საქმეები დაუმთავრებელი, ეცადეთ ყველაფერი დასრულდეს დღის ბოლომდე. რეგულარული შესვენებები და ყურადღების გადართვა დაგეხმარებათ ენერგიის შენარჩუნებაში.
ტყუპები
დღეს ბევრი რთული საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ. გამოავლინეთ თქვენი საქმიანი თვისებები და კრეატიულობა. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ 11 მაისს მიიღებთ ახალ გამოცდილებას და მნიშვნელოვან ინფორმაციას. საღამო ოჯახურ საქმეებს დაუთმეთ – წესრიგის დამყარება თქვენთვის დამამშვიდებელი იქნება.
კირჩხიბი
იდეალური დღეა ახალი საქმეების დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრისთვის. ეს აამაღლებს თქვენს განწყობას და დაგეხმარებათ მიზნებზე ფოკუსირებაში. დაუთმეთ დრო საოჯახო საქმეებს, მოამზადეთ რამე გემრიელი ვახშმისთვის და გაახარეთ საყვარელი ადამიანები.
ლომი
ნაყოფიერი და ენერგიული დღე გელით. ლომები დღეს აქტიურები და კომუნიკაბელურები იქნებიან. მოსალოდნელია მოულოდნელი სიურპრიზები და ხელსაყრელი მოვლენები. პირად ურთიერთობებში ენდეთ ინტუიციას და იყავით რბილი და ყურადღებიანი, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.
ქალწული
დღეს ბევრი საქმე არ გექნებათ, ამიტომ შეგიძლიათ დრო საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას დაუთმოთ. იდეალური დღეა მასაჟისთვის, სილამაზის სალონისთვის ან სამედიცინო გამოკვლევებისთვის. თქვენი მომხიბვლელობა და შარმი პიკზეა – გამოიყენეთ ეს პირად ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებში წარმატებისთვის.
სასწორი
გელით უჩვეულო და საინტერესო დღე. ბევრი შეხვედრა და შთამაგონებელი მოვლენა თქვენს განწყობას აამაღლებს. თუ რაიმე დაკარგეთ, დღეს არის შანსი, რომ იპოვოთ ყველაზე მოულოდნელ ადგილას. არ მოგერიდოთ თქვენი წარმატებების გაზიარება – ვიღაცამ შეიძლება მიგიყვანოთ ხელსაყრელ შეთავაზებამდე.
მორიელი
საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა – შეიძლება მოგიწიოთ მათი პრობლემების გადაწყვეტაში დიდი დროის დახარჯვა. არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, სჯობს, პაუზა გააკეთოთ და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა დაგეხმარებათ სიმშვიდის პოვნაში.
მშვილდოსანი
გადაღლილობა შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე. მოუსმინეთ საკუთარ სხეულს, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ჩაიტარეთ გამოკვლევები. ნუ იუარებთ ახლობლებისა და კოლეგების დახმარებას – ეს დაგეხმარებათ საქმეების სწრაფად დასრულებაში.
თხის რქა
11 მაისს თქვენი ინტუიცია პიკზე იქნება – ენდეთ მას გადაწყვეტილებების მიღებისას. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ, არ გადახვიდეთ საზღვრებს და წესებს. კამათში კი თქვენი პოზიცია თავდაჯერებულად და მტკიცედ დაიცავით.
მერწყული
დღეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს, რომელთა გამოყენებაც ნამდვილად ღირს. იყავით მოქნილი და ადაპტირებადი. იდეალური დღეა, რომ ხელმძღვანელობასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ – იყავით აქტიური.
თევზები
ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა და იფიქროთ პოზიტიურად. 11 მაისს შეიძლება რაღაცები ისე არ წარიმართოს, როგორც თქვენ გინდოდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, პრობლემების გადაჭრისას გამოიყენოთ განსხვავებული მიდგომები და ექსპერიმენტები. გადაწყვეტილებები სწრაფად და ინტუიციურად მიიღეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჯერ გავოცდი, მერე გამიკვირდა, მერე დავიზაფრე...“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე