
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად იგი საზოგადოებას ასაკის საწინააღმდეგო ერთ-ერთ პრეპარატზე ინფორმაციას უზიარებს:
„ბრაიან ჯონსონი, ამერიკელი მულტიმილიონერი, რომელიც წელიწადში 2 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავდა სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, ახლა აღიარებს:
ანტი-ეიჯინგი პრეპარატმა, რაპამიცინმა, მას სიბერე დააჩქარა.
რა მოხდა სინამდვილეში?
ჯონსონი 5 წლის განმავლობაში იღებდა რაპამიცინს — იმუნოსუპრესანტ პრეპარატს, რომელიც ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში სიცოცხლის გახანგრძლივებას უკავშირდებოდა. მაგრამ მისი თქმით, ეს ექსპერიმენტი გამოწვევებს მოუტანა, მათ შორის:
• მეტაბოლიზმის მოშლა
• იმუნური სისტემის დაქვეითება
• ეპიგენეტიკური მაჩვენებლების გაუარესება (ანუ ორგანიზმის ბიოლოგიური დაბერების დაჩქარება).
მან შეწყვიტა რაპამიცინის მიღება და საჯაროდ განაცხადა, რომ სიბერის საწინააღმდეგო ეს „ჯადოსნური აბი” რეალურად საზიანო აღმოჩნდა.
ვინ არის ბრაიან ჯონსონი?
• აწარმოებდა Blueprint Project-ს — სიღრმისეული ანალიზი, კვების, ბიოლოგიური და ტექნოლოგიური ინტერვენციებით
• იღებდა 50-ზე მეტ დანამატს ყოველდღიურად
• ატარებდა პლაზმის გადასხმებს
• მალე მისი ისტორია Netflix-ის ფილმში გავიგებთ: “Don’t Die: The Man Who Wants to Live Forever”.
და რაც მთავარია — რა არის სინამდვილეში რაპამიცინი?
• გამოიყენება ტრადიციულად ორგანოს გადანერგვის შემდეგ, იმუნოს დასასუსტებლად
• მოქმედებს mTOR გზაზე, რომელიც არეგულირებს უჯრედულ ზრდას და დაბერებას
• თაგვებზე აჩვენა სიცოცხლის გახანგრძლივება, მაგრამ ადამიანებზე — გაურკვეველი შედეგები
• შეიძლება გამოიწვიოს:
• დიაბეტი
• ინფექციებისადმი მგრძნობელობა
• მეხსიერების პრობლემები
• კუნთოვანი მასის დაქვეითება
„არ არსებობს ანტი-სიბერის სწრაფი გამოსავალი. მეცნიერება არ ემყარება მილიარდერების ექსცენტრულ ექსპერიმენტებს.
ჩვენ უნდა ვირჩევდეთ არა პოპულარულს, არამედ — მტკიცებულებებზე დაფუძნებულს.
ჯანმრთელი დაბერება იწყება ყოველდღიური ჩვევებით — ჯანსაღი კვებით, ფიზიკური აქტივობით, ხარისხიანი ძილით და ფსიქოსოციალური ბალანსით. დანარჩენი — ილუზიაა“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
დაგაინტერესებთ
🎥 „ჯერ გავოცდი, მერე გამიკვირდა, მერე დავიზაფრე...“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე
⭕„აუ, რა საყვარლები არიან...“ - თეონა ცირამუა ტყუპების ახალ ფოტოებს აქვეყნებს