Digest Logo

„მოუსმინეთ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს...“ - სოფია ბზეკალავას ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის და ახალმთვარეობის ტენდენციები

1765707032
სოფია ბზეკალავა

რას უნდა ველოდოთ დეკემბერში?, - ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემაში ისაუბრა და საზოგადოებას ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის გაუზიარა.

ასტროლოგმა ასევე ისაუბრა ახალმთვარეობაზეც, რომელიც მისი თქმით, სურვილების ასრულების პერიოდი იქნება:

🌕ახალმთვარეობა

სოფია ბზეკალავა: გველოდება დეკემბრის ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი ახალმთვარეობაა, ის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება. წინა საახალწლოდაა მოგეხსენებათ, თავად მშვილდოსნის ნიშანს სანტასთან აიგივებენ, რადგან ძალიან ჰგავს ხასიათებით მას. ასე რომ ახალმთვარეობას იყენებენ სურვილების ჩასაფიქრებლად, იძლევა კიდეც ამის საშუალებას.

ახალმთვარეობას აქვს საინტერესო ასპექტი, რადგან კონფლიქტურ ასპექტში უდგას პლანეტა სატურნი. ოცნებები ახდება. 2026 წელი ბევრი ოცნების ახდენის პერიოდი იქნება. თუმცა ეს ყველაფერი გამოუვათ ოპტიმისტ ადამიანებს, რომლებიც ხელებს მარტივად არ ჩამოუშვებენ. აუცილებელია რწმენა და შრომა. რისკი არ არის რეკომენდებული, უბრალოდ ფართოდ უნდა დავინახოთ ჩვენი მიზნები. ეს სურვილები რეალობად დაახლოებით 5-6 თვეში იქცევა. პიკი ახალმთვარეობის იქნება გამთენიას ოც რიცხვში.

ძალიან ბევრ ადამიანს ექნება ძილიანობის მომენტი. აუცილებელია ნებისყოფა გამოვიმუშაოთ და ბოლომდე მივიყვანოთ გეგმები. მოგვემატება კარიერული ამბიციები. იქნება ხმაურიანი საუბრები კოლექტივებში.

ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება:

♈ვერძი

თუ კი იყავით კორექტული და დიპლომატიური, მიმდინარე კვირაში ბევრი შრომა მოგიწევთ. თუმცა საქმეები გამოგივათ. ენთუზიაზმი არ იკლებს. სწორად გადაანაწილეთ დრო და რესურსი. შეიმუშავეთ გეგმა. არ არის გამორიცხული გქონდეთ დაუგეგმავი ხარჯები.

♉კურო

მომატებულია ამბიციები. არ მოდუნდეთ. კარგი იქნება თუ კი სწორად განსაზღვრავთ დროს და რესურსს. ასევე იფიქრეთ იმაზე, ვისგან რას უნდა ელოდოთ არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობები თავზე. დაალაგეთ პრიორიტეტები. პირად ცხოვრებაში თუ ეჭვები გაქვთ, არ იჩქაროთ გადაამოწმეთ ინფორმაცია.

♊ტყუპები

რთული პერიოდი შემსუბუქდება. იღებთ დასვენების საშუალებას. შესაძლოა მოგიწიოთ კომპრომისზე წასვლა. მარტივად შეხედეთ ყველაფერს არ გაჯიუდტეთ. ახალმთვარეობა გააუმჯობესებს თქვენ ურთიერთობებს. დააკვირდით პერსპექტივებს.

♋კირჩხიბი

კირის დასაწყისში მნიშვნელოვანია კომპრომისები ოჯახთან და პარტნიორებთან. ეს უნდა იყოს ემოციების გარეშე. ნუ იქნებით ხათრიანები. ემოციური ცვლილებები გელით. მოგეთხოვებათ დააკვირდეთ შესაძლებლობებს. ნუ იქნებით ამბიციურები.

♌ლომი

გადაანაწილეთ პასუხისმგებლობები არ მოგერიდოთ თხოვნა და განტვირთვა. მოზომეთ ძალები. ნაკლებად იფიქრეთ სხვებზე. მოსალოდნელია ურთიერთობები უფროს ადამიანებთან. მოერიდეთ ხარჯებს. სირთულეები ეცადეთ გადაავადოთ.

♍ქალწული

ოჯაურ სიტუაციებში უნდა გაერკვეთ. შეიძლება შეიცვალოთ ან ოჯახის წევრებმა შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი. მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლოა აღმოჩნდეთ გარემოში სადაც გაღიზიანდებით რადგან არ გისმენენ. კონფლიქტს შეხედეთ იუმორით.

♎სასწორი

მმდინარე კვირაში მნიშვნელოვანია პრიორიტეტები გადაანაწილოთ. ორშაბათიდან მოელაპარაკეთ პარტნიორს თქვენ პასუხისმგებლობებზე.  მოვალეობები მოინიშნეთ და მიჰყევით გეგმებს. შესაძლოა იგრძნოთ დაუფასებლობა. კვირის ბოლოს ბედნიერება გელით.

♏მორიელი

გაოიკვეთება მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც წარსულში მევალეებს უკავშირდება. იქნება გამორკვევის საშუალება. კონკრეტული ადამიანების მიმართ შეიძლება წარმოდგენა შეგეცვალოთ. მოუსმინეთ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ოჯახში. დედას, მეუღლეს და ა.შ. მათგან მიიღებთ მნიშვნელოვან რჩევას.

♐შვილდოსანი

მნიშვნელოვანი კვირაა. მოსალოდნელია განახლებები თქვენ ცხოვრებაში. არ შეხვიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებში. მოერიდეთ დაპირებებს რადგან შეიძლება არ გამოგივიდეთ. შეიცვალეთ იმიჯი. მოგიწევთ თანმიმდევრულობა და შრომა.

♑თხის რქა

თქვენი მმართველ ებრძვის მზეს და ვენერას. გაღიზიანებთ ყველაფერი. მოვალეობების გადმობარებას შეეცდებიან თქვენზე. შესაძლოა უკომპრომისო და ხისტი გახდეთ. იყავით კორექტულები. ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად კარგი დროა.

♒მერწყული

მნიშვნელოვან მომავლის პერსპექტივას გაარკევთ. შეიძლება იყოს ურთიერთობები მეგობრებთან ან პარტნიორებთან. მოგიწევთ შერიგება და კომუნიკაცია. მონიშნეთ გრანდიოზული პროექტები ან გეგმები, რომლებიც უცხოეთთან კავშირში იქნება. იქნება საკმაოდ პერსპექტიული.

♓თევზები

კარგი იქნება ყველანაირი რესურსი დაზოგოთ და აკონტროლოთ. მოერიდეთ დანახარჯებს. ნუ გადაიტვირთავთ თავს. შეიძლება წვრილმანებით გაანებივროთ თავი და კარგი იქნება შეინარჩუნოთ დისციპლინა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქართული ეშხი...“ - რა კადრებს აქვეყნებს თაკო ნაცვლიშვილი

⭕„არაჩვეულებრივად გამოიყურები...“ - თაკო საზინა ულამაზეს ლუქში პოზირებს

⭕„ადამიანი ცხოვრების მთავარ გამოცდებს სწორედ ემოციურ და ფსიქოლოგიურ დონეზე გადის...“ - სატურნი წყლის სტიქიებში