Digest Logo

🎥 „მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას...“ - დაბადების თარიღის მიხედვით ვისთვის როგორი წელი იქნება?

1756041333
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი ვიდეოს აქვეყნებს. იგი ვიდეოში თემაზე - „დაბადების თარიღის მიხედვით ვისთვის როგორი წელი იქნება?“ საუბრობს:

„1973, 1976, 1978, 1982, 1985, 1987, 1991, 1994, 1996, 2000 წლებში დაბადებულთათვის წლები დაკავშირებულია მისტიკასა და თავისუფლებასთან.

2025–2026 წლებში მათ ელის ცხოვრების ღრმა გადაფასება და ახალი ეტაპი.

შესაძლებელია:

გარემოს რადიკალური შეცვლა, ტოქსიკური ურთიერთობებიდან გასვლა.
საკუთარი გზის გააზრება და ახალი მიმართულებების არჩევა.
პროფესიის, ქალაქის ან ქვეყნის შეცვლა.
სულიერი პრაქტიკებით დაკავება.

მთავარი რჩევა: მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას და არა სხვების აზრებს. გადაწყვეტილებები შეიძლება შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ ისინი იქნებიან სწორი და ნამდვილ გზაზე გამყვანი.

1971, 1974, 1977, 1980, 1983, 1986, 1989, 1992, 1995, 1998 წლებში დაბადებულთათვის წლები დაკავშირებულია ციკლების დასრულებასთან.


2025–2026 წლებში ისინი მიიღებენ იმას, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობდნენ, მაგრამ ეს მოხდება მოულოდნელი გზით.

შესაძლებელია: შეხვედრა ისეთ ადამიანთან, რომელიც მთლიანად შეცვლის მათ ცხოვრებას. 

ახალი, მნიშვნელოვანი ურთიერთობების დასაწყისი.  შემოქმედებითი პროექტის რეალიზაცია. 
ძველი ოჯახური ან სამუშაო პრობლემების გადაწყვეტა.

👉 მთავარი რჩევა: მიჰყევით ნაკადს და მოუსმინეთ ინტუიციას. სურვილები დაიწყებს ასრულებას მაშინ, როდესაც ისინი გაუშვებენ კონტროლის სურვილს და მიენდობიან პროცესს. 

1970, 1972, 1975, 1979, 1981, 1984, 1988, 1990, 1993, 1997, 1999 წლებში დაბადებულთათვისეს წლები დაკავშირებულია ამბიციებსა და რეალობის მართვასთან.

2025–2026 მათთვის არის საბედისწერო გარღვევის პერიოდი.

შესაძლებელია: მოულოდნელი დაწინაურება ან საკუთარი ბიზნესის გახსნა.
დიდი ფინანსური შემოსავლები.

ავტორიტეტის აღიარება და ლიდერობის მოპოვება საკუთარ სფეროში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმოქმედონ გაბედულად სამყარო მათ აძლევს ძალას, რომ თავად მართონ საკუთარი ბედი“, - წერს ვიდეოზე თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დარწმუნდები, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება...“ - ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს შემოდგომაზე? თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

🎥 თუშეთში, რამდენიმე საათია ხანძარია

⭕ მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ