Digest Logo

„მოვერიდოთ კამათს, დაპირისპირებას, ზედმეტ გადაღლას, გადატვირთვას“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

1693205681
მიხეილ ცაგარელი

მარსი ტოვებს ქალწულის ზოდიაქოს და თვე-ნახევრით სასწორის ნიშანში გადადის, გარდა ამისა,  რეტროგრადულმა მერკურმა უკვე  შეიცვალა ფაზა და დირექტიული მოძრაობიდან უკუსვლითზე გადავიდა. 

აღნიშნული მოვლენა გარკვეულწილად ცვლილებებს მოიტანს, რაზედაც ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას ერთი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გაუზიარა.

„კოსმოსური ტურბულენტური რთული სიტუაცია გრძელდება. ამის შემდეგ დაიწყება უფრო სასიკეთო ტენდენციების პერიოდი, თუმცა ეს კვირა დაძაბულია. დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ დისჰარმონიული ენერგიები იჩენენ თავს, რაც უფრო მეტ კონფლიქტებს, გაუგებრობებს და სირთულეებს შექმნის, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხით, რაც მეტ ყურადღებას ითხოვს.

მოვერიდოთ კამათს, დაპირისპირებას, ზედმეტ გადაღლას, გადატვირთვას და ა.შ.

მერკური უკუმავალია, რაც გვაბრუნებს ძველ საქმეებთან, იდეებთან, ძველ განუხორციელებელ პროექტებთან. ეს მოვლენა ხელს უშლის ახალი საქმის დაწყებას, ახალი ინფორმაციის მოძიებას, მოლაპარაკებებს, ხელშეკრულებების დადებას“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გასაოცარი სიურპრიზი...“ - ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძეს დუბაიში შეხვდა

🔵 „შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე... ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“ - რას ჰყვება ახლობელი ოჯახზე, რომლის 4 წევრი სტიქიამ იმსხვერპლა

🔵 „გონებიდან არ ამომდის... პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე” - შოვში დაღუპული პატარა ანასტასიას ცხედარიც იდენტიფიცირებულია