ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მან პოსტი გაავრცელა, სადაც 5 თებერვლის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ ისაუბრა:
„5 თებერვალი, ოთხშაბათი. მთვარე კვლავ მზარდია, მთვარის მე-8 დღე 11:36საათიდან. ამ დღის სიმბოლოებია ფენიქსი, მინავლებული ცეცხლი.
განწმენდის, მონანიების, ცოდვების მიტევებისა და ალქიმიის დღე. ასევე კარგია მარხვა. ძალიან კარგი დღეა ძველი ტანსაცმლის შეცვლის, შეკეთებისა და ხელახალი შეკერვისთვის. შეგიძლიათ მცირე ფინანსური საკითხების მოგვარება. გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა დაიწყოთ ან დაგეგმოთ ამ დღეს, შესრულდება ბევრად უფრო ნელა, ვიდრე გსურთ. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი მონაცვლეობა, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. სარისკო გარიგებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კრიტიკულია და თქვენ ბიზნესის გადასარჩენად იბრძვით. მთვარის ამ დღეს განხორციელებული მივლინებები და სამუშაო ვიზიტები წარმატებას მოგიტანთ. ძალიან ხელსაყრელი დღეა ახალი პარტნიორების მოსაძებნად, რომლებიც მიიღებენ თქვენს იდეებს და დაგეხმარებიან მათ ცხოვრებაში.
მთვარის ნიშანი: კვლავინდებურად კურო
ასტრომოვლენა/მთვარის ასპექტები: - მზე-მთვარის კვადრატი 15:46 მდე- ცუდი ასპექტია ცვლილებების, მოგზაურობის, ახალი ბიზნესის წამოწყებისა და გავლენიან ადამიანებთან კომუნიკაციისთვის.
მთვარე-სატურნის სექსტილი 17:25 მდე-კარგი ასპექტია სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, მოხუცებთან, მოსამართლეებთან კომუნიკაციისთვის. ცუდი - სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.
მთვარე მარსის სექსტილი19:38 მდე-კარგია მანქანის ან იარაღების შესაძენად. შეჯიბრებისთვის, კონკურენციისათვის.
12:53-დან მთვარე-ურანის შეერთება- მოულოდნელი დაუგეგმავი სიტუაციები.
შოპინგი: ეს დღეები განსაკუთრებით შესაფერისია ძვირფასი ნივთების, ფუფუნების საგნების - ტანსაცმლის, სამკაულების და უძრავი ქონების - სახლის, მიწის ნაკვეთის შესაძენად . ხელსაყრელი დროა ინვესტიციებისთვის და ქონების გაქირავებისთვის. კარგი დროა თეთრეულის შესაძენად. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სუნამოები, მკვებავი და დამატენიანებელი კრემები, და თუ გამბედაობა და თანხებიც გეყოფათ შეცვალეთ ავეჯი, იყიდეთ ახალი ლამაზი დივანი ან კომფორტული სავარძლები.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით - მზარდი მთვარის დროს ორგანიზმი აგროვებს ენერგიას, იძენს ძალას და არასასურველია ამ დროს მისი გაფლანგვა, ვინაიდან ამ დროს იმუნური სისტემა სუსტია, გვიჭირს თუნდაც უმნიშვნელო დაავადებებთან გამკლავება. პროცედურები და ოპერაციები სასქესო ორგანოებსა და სწორ ნაწლავზე კარგად ჩაივლის. აკრძალულია ყელზე, ხმის იოგებზე, ყბებზე, კბილებზე, ყურებზე ან ფარისებრ ჯირკვალზე რაიმე სახის პროცედურის ან ოპერაციის ჩატარება. დღეს ეს ორგანოები განსაკუთრებით დაუცველია.
თუ გსურთ ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა, დალიეთ მეტი წყალი.
მინერალებიდან შეგიძლიათ აგატი, მორიონი“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კესო ბერუაშვილი გერმანელ კაცზე დაინიშნა - ცნობილია რამდენ კარატიანი ბრილიანტი აჩუქა მას რჩეულმა
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2026 წლამდე მნიშვნელოვნად შეიცვლება