ფონდი „ქართუს“ ყოფილი თანამშრომელი მედეა შაფათავა სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ მართლმსაჯულების ორგანოებზე ზემოქმედების მიზნით, სპეკულაციური ტიპის შიმშილობა ბრალდებულის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო მანიპულაციად უნდა ჩაითვალოს და ბრალი დაუმძიმდეს.
„გვეღირსა გამკაცრება. მადლობა ღმერთს.
ასევე კანონით დავარეგულირებდი მართლმსაჯულების ორგანოებზე ზემოქმედების მიზნით სპეკულაციური ტიპის შიმშილობებს ბრალდებულების მხრიდან.
ჯერ ჩაიდენენ დანაშაულს, მერე კი „გმირობენ“ შიმშილობით. ეს უნდა ჩაითვალოს კანონსაწინააღმდეგო მანიპულაციად და დარეგულირდეს ბრალის დამძიმებით.
ჩაიდინე - აგე პასუხი და ნუ ვაჭრობ“, - წერს მედეა შაფათავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სასწაულებს მხოლოდ ღმერთი ახდენს, ეს დაიმახსოვრეთ, ეს შემთხვევაც ამის მაგალითია“ - ნუცა ბუზალაძე