Digest Logo

მთვარე თევზებში გადადის - რა სამედიცინო რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ 21-23 ოქტომბერს

1792573296
მთვარე თევზებში

მთვარე თევზებშია, სამედიცინო რეკომენდაციები ასტროლოგიური გვერდი „ანა მზიანისგან“:

„21 ოქტომბერს, 16:47-ზე მთვარე თევზებში გადავა და დარჩება 23 ოქტომბრის 17:02-მდე

უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 12:42-დან 16:34-მდე

სანამ მთვარე თევზებშია: მოერიდეთ დიდი რაოდენობით წყლის სმას, განსაკუთრებით ალკოჰოლის, მგრძნობიარეა თირკმელები.

შეიძლება გართულდეს კანის ალერგიული, სოკოვანი ან ინფექციური დაავადება.

არ დანიშნოთ ოპერაცია ღვიძლზე, ფეხებზე, განსაკუთრებით ტერფებზე.

არ გადაღალოთ ფეხები დგომით, სიარულით, მასაჟით. ნუ ჩაიცვამთ მოუხერხებელ ფეხსაცმელს.

წამლის დალევისას დაიცავით დოზა; განსაკუთრებით სინთეტიკური პრეპარატების მიღებისას.

კარგია ორგანიზმის გაწმენდა, პირადი და სოციალური ჰიგიენა.

დაიცავით თავი მოწამვლისა და ალერგიისგან; გამძაფრებულია მგრძნობელობა.

შეიძლება გართულდეს ამ დღეს დაწყებული დაავადების დიაგნოსტირება ან გარდაისახოს სხვა დაავადებაში.

რაციონიდან სასურველია, რომ გამორიცხოთ, ან შეამციროთ მაინც, ფქვილოვანი ნაწარმი, ტკბილეული და ხორციანი კერძები.

ჯანმრთელად ყოფნას გისურვებთ!“,- აღნიშნულია პოსტში.

შენიშვნა რედაქციისგან: ტექსტში წარმოდგენილი რეკომენდაციები ეფუძნება ასტროლოგიურ შეხედულებებს და არ წარმოადგენს სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს

⭕8-წლიანი ციკლის მნიშვნელოვანი მომენტი: ძველი სიყვარული, ფინანსები და დაფარული სიმართლე - რა მოხდება 24 ოქტომბერს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

⭕„მნიშვნელოვანია, პერსპექტიულ შეთავაზებებს უთხრათ: „კი, თანახმა ვარ!“ - თაკო მელიქიშვილი 21 ოქტომბრის ენერგიებზე

✕