დეკემბრის ბოლოს, ზამთრის ბუნიობის (21–22 დეკემბერი) შემდეგ, მზე თითქოს აღწევს ძალის მინიმუმს – დღეები ყველაზე მოკლეა, სინათლე სუსტდება. სწორედ ამ პერიოდს ეძახდნენ „მზის სიკვდილს“.
მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიული ბუნიობა 21–22 დეკემბერს ხდება, 25 დეკემბერი ძველად ითვლებოდა იმ დღედ, როცა უკვე აშკარად ჩანს, რომ: დღე ნელ-ნელა გრძელდება, მზე „ჩერდება“ და შემდეგ ისევ ძალას იკრებს
ამიტომ ბევრ კულტურაში ეს დღე აღიქმებოდა, როგორც მზის ხელახალი შობა.
„რატომ არის 25 რიცხვი საკრალური? ნუმეროლოგიით არის 2+5=7. თუ ვინმე დიდებული დაიბადა სამყაროში, სულიერი ოსტატები, იესო ქრისტესგან დაწყებული ზარატუსტრათი დამთავრებული, ყველა იყო 25 რიცხვში დაბადებული.
აქ იწყება ახალი, ერთ წლიანი განვითარების ციკლი მზის და ზუსტად 25 რიცხვში ამ ზანზალაკს მოაშორებდნენ ჩვარს, უკვე წკრიალა ხმით, საათის ისრის მიმართულებით დაივლიდნენ კარ-მიდამოს და ლოცავდნენ ყველას, ოჯახს, ქვეყანას და ულოცავდნენ ერთმანეთს ახალ წელს. ეს რიტუალები თუ აღდგება არ იქნება ცუდი“,- აღნიშნა მან „დაიჯესტთან“ ინტერვიუში.
ამჯერად კი „ფეისბუკზე“ აღნიშნულ თარიღს შემდეგი სტატუსით აღნიშნავს:
„მზე შინა და მზე გარეთა გულში შემოდიო...
მზე, დიდებით ამობრწყინდა. ჩვენ, შენ გელოდითო.
მზე შინა რომ შეერთდება
გარე მზესთანაო...
მაშინ, ერთობით აღვსდგებით ისევ ღმერთთანაო.
ელგა
25.12.2025“, - წერს მიხეილ ცაგარელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ღირს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 25 დეკემბრის ენერგიებზე
⭕25 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით