Digest Logo

„მზე სამი დღით თითქოს ჩერდება, ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდია არამხოლოდ სურვილების ჩასაფიქრებლად...“ - ხათუნა ნოელი ზამთრის მზებუდობაზე

1766385652
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც  ზამთრის მზებუდობაზე საუბრობს:

„ზამთრის მზებუდობის შემდგომი 12 დღე არამხოლოდ სურვილების ჩასაფიქრებლად არის საინტერესო, არამედ, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდი, ეგრეთ წოდებული უდროობის დრო.

რას ნიშნავს უდროობა?

ალბათ ყველას ის მომენტი გახსენდებათ, როცა ასტროლოგები და ეზოტერიკოსები ვამბობთ ხოლმე, რომ მზე სამი დღით თითქოს ჩერდებაო წლის ყველაზე სამხრეთ უკიდურესობაში - იმ არქეტიპულ სივრცეში, რომელსაც ტრადიცია სამხრეთის ჯვარს უკავშირებს. 21-დან 25-მდე. და ამით უფლის კვდომას, 3 დღის შემდგომ აღორძინებას და სიცოცხლის წრის გაგრძელებას სიმბოლიზირებს...

დიახ, ესეც არის, მაგრამ უდროობის პერიოდად მთელი 12 დღე მოიაზრება, მზე კი მხოლოდ 3 დღით ჩერდება.
მაშ, რა - მკითხავთ თქვენ.

აი, მისმინეთ:

ყველამ კარგად იცით, რომ მზის წელიწადი 365 დღე გრძელდება. აი, მთვარის კი 353. სწორედ მათ შორის განსხვავება იძლევა იმ 12 დღეს, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ.

აქ, დრო კრონოსი( ანუ სატურნი) ჩერდება და ირთვება კაიროსი (საჭირო წუთის, მომენტის ღვთაება) ანუ დგება ჟამი...

ასეთ დროს ადამიანი აღარ არის ის ვინც იყო, მაგრამ ჯერ არც ის გამხდარა, ვინც მომავალში უნდა იყოს.
ამიტომ გვეუბნებიან უძველესი სწავლებები, რომ ეს 12 დღე არის გარდაქმნების დრო. და რომ თითოეული დღე უდრის მომდევნო 12 თვეს. პირველი დღე იანვარია, მე2- თებერვალი, მე3 მარტი და ასე შემდეგ..

რასაც 21 დეკემბერს აკეთებ, რაზედაც ფიქრობ, ის იანვარში დაგხვდება წინ, რასაც 31-ში ის წლის ბოლოს, დეკემბერში.

და მაინც, იქნებ არის ის, რაც უმჯობესია თითოეულ ამ დღეს ვაკეთოთ?

თუ ასტროლოგიური სქემით მივუყვებით პირველი დღე საკუთარ თავს უნდა მივუძღვნათ,

მე-2 შემოსავლების, ფინანსების თემას,

მე-3 დღეს წიგნი ვიკითხოთ, ცოდნა მივიღოთ,

მე-4 დღე შინ, ოჯახის წევრებთან გავატაროთ,

მე-5 დღე გართობას, სიყვარულს, ბავშვებს ვუძღვნათ,

მე-6 დღე ცოტა ვიდიეტოთ და ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ,

მე-7 დღე პარტნიორობის, სამართლიანობის, საზოგადოებაში ტრიალის დღეა.

მე-8 დღეს წმენდა უნდა ჩავატაროთ, მედიტაციები, სულიერი პრაქტიკები,

მე-9 დღეც რელიგიური რიტუალების, ან მოგზაურობის დღეა.

მე-10 დღეს მიზნებს ვსახავთ, მე-11 დღეს მეგობრებთან ვატარებთ, მე-12 დღეს კი ბუნებაში ან რომელიმე წმინდა საყდარში.

სურვილები?

კი ბატონო, სურვილებიც შეიძლება. განსაკუთრებით კი პირველ და ბოლო დღეს.

დაწერთ, ზეპირად წარმოსთქვამთ, გულში იფიქრებთ თუ რა ფორმას მისცემთ - გადამწყვეტი არაა. მთავარია გააზრებული გქონდეთ ყველა შესაძლო შედეგი.  

აი, ეს მინდოდა მომეყოლა თქვენთვის დღეს. იმედია საინტერესო იყო“, - წერს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ახალი ერა იწყება... აიღეთ ერთი მონეტა და ცოცხალი მცენარის თესლი“ - რატომ არის 2026 წელი გადამწყვეტი მომდევნო 9 წლისთვის?

„ნიშნავს სინათლის დაბრუნებას, ასევე, ქრისტეს დაბადებას ბნელ სამყაროში, ღმერთის სინათლის და იმედის მოვლინებაა“ - უჩა სიხარულიძე ზამთრის მზებუდობაზე

„სასურველია მიწაზე ფეხშიშველა სიარული, სიმდიდრის, კეთილდღეობის თილისმების დამზადება“ - ქეთი ოდიშელი ზამთრის მზებუდობაზე