ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი საზოგადოებას ზამთრის მზებუდობაზე ესაუბრება:
„ზამთრის მზებუდობა - 2025 წლის 21 დეკემბერს.
ოდესმე დაფიქრებულხართ? დეკემბერს ისეთი შეგრძნება მოაქვს, თითქოს ცალი ფეხით ძველ სამყაროში დგახარ, მეორით კი ახალში - ისტორია იცვლება და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით.
დედამიწაზე მცხოვრებმა პირველმა ადამიანებმა იცოდნენ რომ, ცაზე მზის მოძრაობის მიმართულება, დღის სინათლის ხანგრძლივობა, მზის ამოსვლის და ჩასვლის ადგილმდებარეობა მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად იცვლებოდა. მათ ააშენეს ისეთი ძეგლები, როგორიცაა ,,სტოუნჰენჯი" ინგლისში და ,,ინტიჰუატანა" პერუში, რათა თვალყური ედევნებინათ მზის ყოველწლიური მოძრაობისთვის.
ზამთრის მზებუდობას აქვს ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა. იგი წარმოადგენს აღორძინებას, განახლებას და ახალ წამოწყებას. ეს ასევე, არის დრო, რომ დავფიქრდეთ, დავისვენოთ და განვიტვირთოთ მომავალი წლის წინ.
ზამთრის მზებუდობას მნიშვნელოვანი სიმბოლური კავშირი აქვს, როგორც ასტროლოგიურ, ისე ქრისტიანულ სიმბოლიკასთან.
მზებუდობა არის ყველაზე გრძელი ღამის და ყველაზე მოკლე დღის დადგომის მომენტი, როდესაც დღე იწყებს ზრდას და ღამე მცირდება. ეს ასტროლოგიურად აღიქმება, როგორც „მზის დაბადება“ და ახალი ციკლის დასაწყისი.
ქრისტიანობაში, იესო ქრისტეს დაბადება (შობა, 25 დეკემბერი), ხშირად განიხილება, როგორც „სინათლის მოსვლა ბნელ სამყაროში“. ეს მჭიდროდ უკავშირდება ზამთრის მზებუდობას, რადგან ამ დროიდან მზის სინათლე იწყებს ზრდას და „ბნელ ძალებს ამარცხებს“.
იესო ქრისტე არის აღქმული როგორც სულიერი განახლების და მარადიული სიცოცხლის დასაწყისის სიმბოლო.
ადრეულ ქრისტიანულ ტრადიციებში, იესო ქრისტეს ხშირად აიგივებდნენ მზესთან. მაგალითად, სახელწოდება „Sol Invictus" (დაუმარცხებელი მზე), შესაძლოა ქრისტეს სიმბოლოდაც განიხილებოდეს, რაც მზის ზრდას და სამყაროს სულიერი გადარჩენის იდეას განასახიერებს.
როგორც ასტროლოგიურად, მზის დაბრუნება ნიშნავს სინათლის დაბრუნებას, ასევე, ქრისტეს დაბადება ბნელ სამყაროში ღმერთის სინათლის და იმედის მოვლინებაა.
ორივე მოვლენაში ჩანს „ახალი დასაწყისის“ იდეა - ბუნებაში, მზის ზრდით; ხოლო, ქრისტიანობაში, კაცობრიობის გადარჩენითა და სულიერი გაღვიძებით“, - წერს უჩა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: