Digest Logo

მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

1676871876
მიხეილ ცაგარელი

19 თებერვალს, მზე მერწყულის ზოდიაქოს ნიშნიდან თევზებში, ერთი თვით გადავა. ეს მოვლენა ნიშნავს იმას, რომ ამ ხნის განმავლობაში, ადამიანებში თევზებისთვის დამახასიათებელი თვისებები - თანაგრძნობა, ქველმოქმედება, ინტუიცია და ფანტაზიის უნარი მოიმატებს.

🔵რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 20 თებერვლის ახალმთვარეობა - რამაზ გიგაურის პროგნოზი

„დაიჯესტი“ დაინტერესდა, რომელი ნიშნისთვის იქნება შემდგომი პერიოდი კარგი, საშუალო და საფრთხილო.

მიხეილ ცაგარელის თქმით, 20 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდის მთავარი ფავორიტი თევზები, მორიელები და კირჩხიბები იქნებიან მათი ენერგოტონუსი, იმუნიტეტი, იღბლიანობა, წარმატების შანსი, შარმი და განწყობა მაღალია. აგრეთვე სასიკეთო პერიოდი ექნებათ მიწის მონათესავე ნიშანთათვის -  კურო, ქალწული, თხის რქა.

ეს პერიოდი განსაკუთრებით კარგად უნდა გამოიყენონ თევზებმა. მათ უამრავი მოულოდნელი სიურპრიზი ელოდებათ. ისეთ ადგილებში გაუმართლებთ, სადაც წარმოდგენა არც ჰქონდათ. მათთვის ზღაპრული პერიოდი და მიზნების მიღწევის დროა.

რაც შეეხება კითხვას - თუ ვისთვისაა რთული ეს პერიოდი, ცაგარელის თქმით, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ვერძები, არანაირი სარისკო მოქმედება, კონფლიქტი და ინიციატივა არ უნდა გამოიჩინონ. მათ ყველაფერი გაურთულდებათ და სჯობს, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიახლისგან.

რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს - მშვილდოსანს, ლომს, სასწორს, მერწყულსა და ტყუპებს - სასურველია, ეს ნიშნები ყოველდღიური საქმიანობებით შემოიფარგლონ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავონ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მათ ცხოვრებაში შესაძლოა ძალზე საინტერესო მოვლენებს სწორედ ახლა ჰქონდეთ ადგილი“ - ზოდიაქოს რომელ ნიშანს მიმართავს ასტროლოგი

🎥 „მქონდა პერიოდი, როცა ჩემს ემოციებს ვერ ვმართავდი... ვიყავი ფიცხი, პირდაპირი, რაც საერთოდ არ მოსწონთ ადამიანებს“ - ბაბი კირკიტაძე

🔵„ყვიროდნენ გვიშველეთო“ - რას ჰყვება ადგილობრივი ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე