
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მზის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე წერს:
„მზემ სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლა, იცნობ ამ ნიშანს?
სასწორის მფლობელი ღმერთი ანუბისი (სულთა წინამძღოლი)
სასწორი - მეშვიდე ასტროლოგიური ნიშანია. ის არის ერთადერთი ნიშანი 12 ზოდიაქოს ნიშანთაგან (საგანი) რომელიც არ წარმოადგენს არც ადამიანს, არც ცხოველს.
სასწორი წარმოადგენს ბალანსის, სამართლიანობისა და ჰარმონიის სიმბოლოს. ეგვიპტურ მითოლოგიაში სამართლიანობის სიმბოლოს - სასწორს ფლობდა ღმერთი ანუბისი (სულთა წინამძღოლი).
მას ჰქონდა ტურას თავი, ის ანაწილებდა გარდაცვლილთა სულებს მიწისქვეშეთის სამეფოში და აკონტროლებდა მათ (თავიანთი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვინც რა დაიმსახურა იმას იღებდა).
აღმოჩენილია ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 1500 წლის წინანდელი ანისის პაპირუსი, რომელზედაც ასახულია სასამართლოს სცენა - ანუბისი დგას დიდ სასწორთან, რომლითაც წონიან გარდაცვლილის გულს.
ერთ პინაზე მოთავსებულია გული, მეორეზე ჭეშმარიტება, რომლის სიმბოლოსაც წარმოადგენდა ბუმბული.ამ სურათზე პინები გათანაბრებულია. ეგვიპტელებს სჯეროდათ,რომ ადამიანს აქვს უფლება მეორე სიცოცხლის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის გული (იგივე სული) და ჭეშმარიტება-ბუმბული წონასწორობაშია.სამართლიანობის სიმბოლო - თვალახვეული ქალი სასწორით ხელში ამბობს: ყველა მიიღებს დამსახურებისამებრ!
ბერძნულ მითოლოგიაში სამართლიანობის ქალღმერთი იყო თემიდა (Astraea-ს დედა). თემიდა და ასტრეა (უმანკოების სიმბოლო), ცაზე წარმოდგენილი არიან სასწორის და ქალწულის თანავარსკვლავედით.
ლეგენდის თანახმად, როდესაც კაცობრიობას (ან მის ერთ-ერთ რასას) დაუდგება „ოქროს ხანა“(ღმერთების და ადამიანების ჰარმონიული თანაცხოვრება) დედამიწას დაბრუნდებიან თემიდა და მისი ქალიშვილი ასტრეა“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის რომანტიკული ფოტოები - „ულამაზესი წყვილი“
⭕„შეუდარებელი...“ - თაკო ჩხეიძის ახალი ფოტოები და ელეგანტური ლუქი