Digest Logo

მზის ინგრესია ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში: რა უნდა ვიცოდეთ და რას პროგნოზირებს ხათუნა ნოელი

1787422075
ხათუნა ნოელი

მზის ინგრესია ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში - 23 აგვისტოდან მზე ქალწულის ნიშანში იმოძრავებს.

გილოცავთ, ქალწულებო.

ემოციური და იმპულსური ლომის სეზონის შემდეგ პრაქტიკულ, ანალიტიკურ და ორგანიზებულ ენერგიაზე უნდა გადავეწყოთ. ეს არის პერიოდი, როდესაც „სადღესასწაულო“ განწყობას რაციონალიზმი, საქმეზე ფოკუსირება და ცხოვრების ყველა სფეროს სისტემატიზაცია ცვლის.

ამ პერიოდში როგორც წესი ხდება ხოლმე დეტალებზე უფრო მეტი ფოკუსირება:, რადგანაც ქალწულს მართავს მერკური , ინტელექტის, კომუნიკაციისა და ანალიზის პლანეტა. ასე რომ, ადვილად შეამჩნევთ იმ ხარვეზებს, რომლებიც მანამდე გეპარებოდათ.

ქალწული მიწის სტიქიის ენერგიის მატარებელია, რაც ნიშნავს რომ ახლა სტაბილურობის, რეალიზმისა და მატერიალური შედეგების დროა.

იდეებიდან გადავდივართ კონკრეტულ ქმედებებზე. 

ქალწული ეგრეთ წოდებულ მუტაბელურ (ცვალებადი) ჯვარს ეკუთვნის: ის არის გარდამავალი ნიშანი ზაფხულიდან შემოდგომაზე. ადაპტაციის უნარი ქალწულს მაღალი აქვს და ჩვენც გვეხმარება ახალ გარემოებებთან, სამუშაო თუ სასწავლო რიტმთან სწრაფ ადაპტაციაში.

თუ რა ქმედებები იქნება რეკომენდებული მზის ქალწულში ყოფნისას კონკრეტულად თქვენთვის, უნდა ინახოს პირად რუკაში, რადგან მზის ნიშანი ანუ ზოდიაქო ბევრს არაფერს იძლევა.

თუ ამ შემოდგომის პირას რამე მნიშვნელოვანს - სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრებისეული სტატუსის შეცვლას, ან მსხვილ ფინანსურ აქტივობას, უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვას ან კრედიტებს გეგმავთ, სჯობს მთლიანი რუკა გაითვალისწინოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცრად პოზიტიური გოგო ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს ბაბი კირკიტაძე

🎥 „ულამაზესი ხარ, ძალიან გიხდება“ - თამო ვაშალომიძე თეთრ კაბაში პოზირებს

„ფსიქიკურად არაჯანმრთელი არ არის გიჟი, ყველაზე კომპლექსური ორგანოა“ - რას წერს ლევან შელეგია