სოციალურ ქსელში გვერდი „ამაზონკა“ მზის პლაზმის აფეთქებების შესახებ სტატუსს აქვეყნებს, მისი თქმით ეს მოვლენა, ძალიან მოქმედებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
„მზის პლაზმის აფეთქებების მეხუთე ტალღა დედამიწას მოსწვდა. შუმანის რეზონანსული სიხშირეც ისევ პიკშია.
ვფიქრობ ძალიან მოქმედებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე რადგან ბევრი ადამიანი განიცდის ერთი და იგივე სიმპტომებს რამდენიმე დღეა.
გავიმეორებ: გამოიხატება მოულოდნელი დაღლილობით, სიმძიმე გულ-მკერდის არეში, საკვების მომნელებელი სისტემის არევა და ხმაური ყურებში.
ამას ერთვის სუპერმთვარის გავლენაც... ძილი, დიეტა და წყალი.
დანარჩენი კი ორგანიზმი თავისით ახდენს ადაპტაციას იმ ძლიერი ნაკადისთვის რაც შემდეგ დღეებში იქნება.
კოსმოსში ახალმა ენერგიებმა გამოიღვიძა, რომელიც დედამიწას სტუმრობს და პროცესები ყველა ადამიანზე მოქმედებს გაურკვეველი შედეგებით, რომელიც შემდგომ გამოვლინდება.
ამ ყველაფერს დიდი ხანია ვაკვირდები და ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.
ეს პოსტი მხოლოდ მათთვის ვინც ამოუხსნელ ენერგეტიკულ ცვლილებებს ამჩნევს საკუთარ თავს და ჰქონდა შეკითხვები“, - წერს ამაზონკა.